ახალგამომცხვარი მსოფლიო ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერი ამ წარმატებაზე გაჩერებას არ აპირებს და შემდეგი გამარჯვებებისთვის მზადაა.
„ახლა ჩვენ არანაკლებ მშივრები ვართ გამარჯვებების, ვიდრე აქამდე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმარჯვო შემდეგ შეჯიბრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შეუფასებელი გამოცდილება დააგროვეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა ჩვენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვითამაშებთ და შევეცდებით წარმატება გავიმეოროთ. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ახალგაზრდაა, თუმცა ისეთი მოთამაშეები, როგორიც ლამი, იოზილი და მერტეზაკერია, საკმარისად გამოცდილნი არიან.
ჩვენ პირველი ევროპული გუნდი ვართ, რომელმაც სამხრეთ ამერიკაში ტიტული მოიგო. რაიმეში პირველი ყოფნა განსაკუთრებულად კარგია", - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.
აღსანიშნავია, რომ ბასტიანმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თუკი ტურნირის დასაწყისში იგი ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებოდა, მუნდიალის მიმდინარეობის დროს შვაინმა შეძლო სათანადო ფორმის აკრეფვა და პლეი ოფში უკვე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.