სპორტი
„ნიუკასლი“ იანმაატის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს გადაიხდის
ავტორი: გიორგი კინტირაია
15 ივლისი, 2014. 15:26
ინგლისურ პრესაში არაერთხელ ითქვა, რომ ჰოლანდიელი მცველი სამედიცინო შემოწმების შემდეგ „ნიუკასლის" სრულფასოვანი წევრი გახდება. ახლა გაირკვა, რომ ინგლისელები როტერდამულ კლუბს 5 მილიონ ფუნტს გადაურიცხავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ „ნიუკასლისთვის" მარჯვენა მცველების როტაცია წარმატებული გამოდგა. მატიე დებუში „არსენალში" 10 მილიონად გაუშვეს, რომლის სანაცვლოდაც ორჯერ უფრო იაფად არანაკლებ ძლიერი მცველი შეიძინეს.
როგორც ირკვევა, შეთანხმება ოფიციალურად დღეს დასრულდება, სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ გუშინ უნდა გაევლო დერილ იანმაატს, თუმცა ჰოლანდიელი ბრაზილიიდან ხანგრძლივი ფრენით დაიღალა და ერთდღიანი დასვენება ითხოვა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19