reportiori.ge - „ბარსელონამ“ ყველაფერი უნდა მოიგოს“ - რაკიტიჩი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 14:51
სპორტი
„ბარსელონამ“ ყველაფერი უნდა მოიგოს“ - რაკიტიჩი
15 ივლისი, 2014. 16:01


კატალონიური კლუბის ახალწვეულმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ყველა ტურნირში, რომელშიც „ბარსელონა" იასპარეზებს, გამარჯვებას გეგმავს.


გასულ სეზონში კატალონიელები ტიტულების გარეშე დარჩნენ, ამიტომაც შემდეგ წელს ხორვატის აზრით რაიმეს მოგება აუცილებელია. ივანი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა.


„წავიკითხე, რომ მიმდინარე წელს „ბარსელონამ" ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე სხვებმა. ამიტომაც, პირველი ფრაზა, რომელიც აქ მოვისმინე იყო, რომ უნდა მოვიგოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ამისთვის მზად მინდა ვიყო. გავიმეორებ, რომ აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმე შევცვალო. „ბარსაში" მოვედი იმისთვის, რომ ივან რაკიტიჩი ვიყო. ხავის შემცვლელობაზე საუბარი სისულელეა, რადგან იგი კვლავ კლუბშია.

 

ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები თანაგუნდელებს და იმ დიდი საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილი გავხდები, რომელზეც ამდენს საუბრობენ. მინდა მათგან ვისწავლო, მაგრამ ამავდროულად ჩემი წვლილი შევიტანო საერთო საქმეში და წარმატების მოპოვებაში. უკვე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და მან მითხრა, რომ „ბარსა" 4-3-3 სქემით ითამაშებს. შესაბამისად, შემიძლია იმედი ვიქონიო ნახევარდაცვის ერთ-ერთ პოზიციაზე.

 

მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენი გამოვარდნის შემდეგ, საკმარისი დრო მქონდა, რათა კლუბში მომუშავეებს გავცნობოდი. ხანგრძლივი საუბრები მქონდა ანდონი სუბისარეტოსთან. ნახევარმცველი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ", - განაცხადა რაკიტიჩმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016