სპორტი
„თუკი „მანიუს“ ვარიანტი ჩაიშლება, ეს დიდი პრობლემა არ იქნება“ - ვიდალი
ავტორი: გიორგი კინტირაია
15 ივლისი, 2014. 17:23
„იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი ამტკიცებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან" ტრანსფერის ჩაშლა მისთვის ტრაგედია არ იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მანჩესტერული კლუბი 27 წლის ჩილელით სერიოზულადაა დაინტერესებული.
„მე უკვე ვიცავ დიადი კლუბის, „იუვენტუსის" ფერებს. თუ „მანიუს" ვარიანტი ჩაიშლება, დიდი პრობლემა ამით არ შეიქმნება. სიმართლე გითხრათ, ახლა ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობ, სად გავაგრძელებ კარიერას. ჯერ უბრალოდ კარგად დასვენება მინდა", - განაცხადა ვიდალმა.
სერია A-ს უკანასკნელ სეზონში არტურო ვიდალმა „იუვენტუსის" მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19