reportiori.ge - „ჩვენი მეტოქის 1:7 წაგება, ილუზიებს არ უნდა გვიქმნიდეს“ - მიხალ ბილეკი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 14:09
სპორტი
„ჩვენი მეტოქის 1:7 წაგება, ილუზიებს არ უნდა გვიქმნიდეს“ - მიხალ ბილეკი
16 ივლისი, 2014. 14:18


16 ივლისს, თბილისის „დინამო" საშინაო მატჩით სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ქართველთა მეტოქე ყაზახეთის „აქტობე" იქნება.


გუნდებმა გუშინ საღამოს მატჩის წინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებს ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მხრიდან მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი და კარის გამოცდილი დარაჯი გიორგი ლორია გაესაუბრნენ. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩეხი სპეციალისტისთვის სადებიუტო იქნება.


„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენი მთავარი მიზანი ევროთასებზე რაც შეიძლება შორს წასვლაა. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ამასთანავე, იგი ჩემთვის სადებიუტოა. ჩვენმა მეტოქემ ორიოდე კვირის წინ 1:7 წააგო, მაგრამ ეს არ უნდა გვიქმნიდეს იმის ილუზიას, რომ გუნდი დასუსტებულია", - განაცხადა მიხალ ბილეკმა.

 

„არ შეიძლება ჩვენი გუნდის მომზადება იმით განისაზღვროს, რომ შეკრებაზე ყველა მატჩი წავაგეთ. გამარჯვებები არ იყო ჩვენი შეკრების მიზანი. ახალი მწვრთნელი გვყავს, ფაქტობრივად ხელახლა ჩამოყალიბდა გუნდი და დრო დაგვჭირდა, რათა მოეძებნა ტაქტიკა, რომელსაც ჩვენს ფეხბურთელებს მოარგებდა. შეიძლება ამ თამაშზე ჩვენი 100% ვერ ვაჩვენოთ, მაგრამ ორი თამაშის ჯამში, ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ", - აღნიშნა გიორგი ლორიამ.


„ვიცით, რა დონის გუნდთან მოგვიწევს გაჯიბრება, რაოდენ დიდი ტრადიციების მქონე მეტოქე გვყავს და პატივს ვცემთ. ჩვენს გუნდში ყველაფერი რიგზეა. ფეხბურთელები კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე არიან და რაც მოხდა წინა ტურში, უკვე დავიწყებულია", - განაცხადა „აქტობეს" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა.

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016