reportiori.ge - თბილისის „დინამო“ - კლასიკური 4-4-2 თუ ბილეკის ექსპერიმენტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 14:49
სპორტი
თბილისის „დინამო“ - კლასიკური 4-4-2 თუ ბილეკის ექსპერიმენტი
16 ივლისი, 2014. 16:17


დღეს, 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართება. „დინამო არენაზე" ერთმანეთს თბილისის „დინამო" და ყაზახური „აქტობე" დაუპირისპირდებიან.


როგორც იცით, ქართული ფეხბურთის ფლაგმანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - მიხელ ბილეკი. გამოცდილმა ჩეხმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად უკვე გამართა შეკრება ჰოლანდიაში, რომლითაც საკმაოდ კმაყოფილია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეტოქესაც გარკვეული პრობლემები აქვს ამ მხრივ. გუნდმა წინა ტურში 1:7 წააგო, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი გადადგა, მის შემცვლელად კი ვლადიმირ გაზაევი დაინიშნა. ასე რომ, ყაზახებს გაცილებით ნაკლები დრო ჰქონდათ მწვრთნელთან გაცნობისათვის.


გუშინ გუნდებმა მატჩის წინა ვარჯიში გამართეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაზაევს საკმაოდ მცირე დრო ჰქონდა გუნდში ცვლილებების შესატანად, ამიტომაც, სავარაუდოდ „აქტობე" ჩვეული 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ყაზახები არ გარისკავენ თამაშის გახსნას და განმეორებითი თამაშისთვის  შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულებას შეეცდებიან.


თბილისის „დინამოში" მოსვლის დღიდან, მიხალ ბილეკი ამტკიცებდა, რომ გუნდი სავარაუდოდ შეტევაზე ორიენტირებულ, კლასიკურ 4-4-2 ტაქტიკით ითამაშებდა, თუმცა გუშინდელმა ვარჯიშმა ეს მოსაზრება ეჭქვეშ დააყენა.


როგორც ჩანს, ჩეხი სპეციალისტი 2014 წლის მუნდიალზე პოპულარულმა სქემა 3-5-2-მა მოხიბლა და „დინამოს" ამ ტაქტიკაზე გადაწყობას ცდილობს. ვარჯიშზე კარგად გამოჩნდა, თუ ვის უნდა ველოდოთ ძირითად შემადგენლობაში.


კარს უდაოდ გიორგი ლორია დაიცავს. დაცვის ხაზში გიორგი გველესიანი, ლაშა თოთაძე და გუნდის ახალი შენაძენი რადეკ დოსოუდილი განლაგდებიან. საინტერესოა, რომ მარჯვენა ფლანგიდან მოხსნილია „დინამოს" შემადგენლობაში მყოფი ერთადერთი მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა. თბილისური კლუბი 2 საყრდენით ითამაშებს, რომლებსაც გიორგი პაპავა და ირაკლი ძარია წარმოადგენენ. მარცხენა ფლანგს სავარაუდოდ ლაშა შერგელაშვილი გააკონტროლებს, რადგან დავით კვირკველია ტრავმირებულია, მარჯვნივ კი, ელგუჯა გრიგალაშვილი განთავსდება.

 

შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბილეკმა, როგორც ჩანს, გიორგი ჯანელიძის დაყენება გადაწყვიტა. ამ ფეხბურთელს იგი ტესტ-მატჩებშიც ხშირად ენდო და როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა. რაც საკმაოდ დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს.


ჩეხმა სპეციალისტმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო შემტევ დუეტზეც, რომელსაც გიორგი მერებაშვილი და პატრიკ ვუო წარმოადგენენ. აშკარაა, რომ „დინამოს" წინა მწვრთნელები ვუოს პოტენციალს არასწორად იყენებდნენ, კოტ დ'ივუარელმა კი, შეკრებაზე საუკეთესოდ ითამაშა და ბილეკის გული მოიგო. რაც შეეხება გიორგი მერებაშვილს, სავარაუდოდ ჩეხი სპეციალისტი ქართველის ინდივიდუალური ოსტატობის იმედზეა, თანაც, ყაზახები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ქართველები ტექნიკურები არიან და ამის შიში აქვთ.


აქვე აღვნიშნავთ, რომ ტრავმირებულია ხისკო, თუმცა მან გუშინდელ ვარჯიშში სრული დატვირთვით იმუშავა და სავარაუდოდ, საჭიროების შემთხვევაში სწორედ იგი და მარცვალაძე გააძლიერებენ „დინამოს" შეტევებს.


გთავაზობთ თბილისის „დინამოს" სავარაუდო შემადგენლობას დღევანდელ მატჩში:





თბილისის „დინამომ“ გუშინ მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, დღეს კი, 21:00 საათზე, „დინამო არენა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩს უმასპინძლებს.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016