reportiori.ge - მარტინომ შესაძლოა საბელია ჩაანაცვლოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 14:36
სპორტი
მარტინომ შესაძლოა საბელია ჩაანაცვლოს
16 ივლისი, 2014. 16:30


„ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, არგენტინის ნაკრებში, ალეხანდრო საბელიას შემცვლელ კანდიდატებს შორის პირველ ნომრად მოიაზრება.


საბელიას წასვლასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი უცნობია, რადგან მწვრთნელმა, რომელმაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, დრო მოითხოვა, რათა უკეთ აწონ-დაწონოს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, საბელიას აგენტმა ჯერ კიდევ ფინალამდე განაცხადა, რომ საბელია ნაკრებიდან წავიდოდა.


Ole-სთან საუბრისას, პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტატა მარტინო ვეღარ გაწვრთნის პარაგვაის ნაკრებს, რადგან უკვე მისცა სიტყვა არგენტინული ფეხბურთის ასოციაციას.


შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მარტინო „ბარსელონას" წვრთნიდა, თუმცა ჩემპიონატში მეორე ადგილი, ჩემპიონთა ლიგიდან მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოვარდნა და ესპანეთის თასის ფინალში მარცხი იმის მიზეზად იქცა, რომ მარტინომ პოსტი დატოვა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016