reportiori.ge - „კონტე ტრანსფერების გამო არ წასულა“ - ბუფონი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 14:13
სპორტი
„კონტე ტრანსფერების გამო არ წასულა“ - ბუფონი
16 ივლისი, 2014. 17:29


„იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ყველასათვის მოულოდნელად, მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა სატრანსფერო კამპანიის გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ „ბებერი ქალბატონი" შესაძლოა არტურო ვიდალსა და პოლ პოგბას გამოემშვიდობოს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანლუიჯი ბუფონიმ.


„ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ნულოვან წერტილში აღმოვჩნდით. „იუვენტუსი" არაჩვეულებრივ მწვრთნელს კარგავს, თუმცა კარგი მოთამაშეები დაგვრჩა და ამაყად ვიხედებით წინ. გუნდი შეკრულია და მზადაა თავისი დონე კონტეს გარეშეც წარმოადგინოს.

 

არ ვიცი, რატომ წავიდა ანტონიო, მაგრამ ეს ნამდვილად არ უკავშირდება სატრანსფერო საკითხებს. ალბათ, სხვა მიზეზი იყო", - განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016