reportiori.ge - ვან გაალს 6 ფეხბურთელის ბედის გადაწყვეტა მოუწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 16:54
სპორტი
ვან გაალს 6 ფეხბურთელის ბედის გადაწყვეტა მოუწევს
16 ივლისი, 2014. 18:19


„მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი თავკაცი ლუი ვან გაალი უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს კლუბის რამდენიმე ფეხბურთელის ბედს.


ჰოლანდიელი მწვრთნელი ისეთი ფეხბურთელების სათამაშო ფორმის შეფასებას აპირებს, როგორებიცაა კრის სმოლინგი, ტომ კლევერლი, ხავიერ ერნანდესი, კაგავა, დარენ ფლეტჩერი  და ეშლი იანგი, რის შემდეგაც, მიიღებს გადაწყვეტილებას მათ მომავალთან დაკავშირებით. ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველას მალე ეწურება კონტრაქტი კლუბთან, ამიტომაც, ვან გაალს მოუწევს გადაწყვიტოს, თუ რა ურთიერთობა ექნება მათთან მომავალში. ამ სიტუაციაში გამონაკლისია ანტონიო ვალენსია, რომელთანაც კონტრაქტი უკვე გახანგრძლივდა. როგორც ჩანს, ჰოლანდიელი სერიოზულ იმედებს ამყარებს ეკვადორელზე.


ვან გაალი სამუშაოს ახალი სეზონის დაწყებამდე სულ რაღაც 4 კვირით ადრე იბარებს, ამიტომაც, ფიქრისთვის დიდი დრო არ რჩება. მანჩესტერული კლუბი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ტრადიციულ საზაფხულო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, 6-ეულის ბედს ვან გაალი სწორედ ამერიკაში გადაწყვეტს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016