სპორტი
გინტერი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
17 ივლისი, 2014. 15:57
დორტმუნდის „ბორუსიას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატიას გინტერი კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელია. „ფრაიბურგმა" და BVB-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც 20 წლის მცველმა კლუბი შეიცვალა. სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროდაა შეფასებული.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ გინტერი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მის ანგარიშზე ბუნდესლიგის წინა სეზონში ჩატარებული 34 შეხვედრაა.
კლოპი მუდამ ეძებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთაგანაც ერთ სეზონში ვარსკვლავს ქმნის. ვნახოთ, რამდენად შეძლებს სპეციალისტი გინტერის ოლიმპზე აყვანას.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19