reportiori.ge - „ჩიხურასა“ და „ზესტაფონის“ სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 16:55
სპორტი
„ჩიხურასა“ და „ზესტაფონის“ სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
18 ივლისი, 2014. 16:35


შვეიცარიის ქალაქ ნიონში, „უეფას" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. გაირკვა იმ გუნდების ვინაობები, რომლებსაც „ზესტაფონი"  და „ჩიხურა" შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში დაუპირისპირდებიან.


გეგუჩაძის შეგირდებმა გუშინ, საკუთარ კედლებში ტრნავას „სპარტაკს" უმასპინძლეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. წყვილში გასვლის შემთხვევაში, ზემოიმერლები შვეიცარიულ „ლუცერნსა" და შოტლანდიურ „სტ.ჯონსონს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.


რაც შეეხება „ჩიხურას", რომელმაც გუშინ, გასვლით შეხვედრაში ნულოვანი ფრე ითამაშა „ბურსასპორთან", შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ბაქოს „ნეფთჩისა" და სლოვენიურ „კოპერს" შორის დუელში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


შემდეგ ეტაპზე გასულთა ვინაობა ერთი კვირის შემდეგ, 24 ივლისს გაირკვევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016