სპორტი
კერიკი ფეხბურთს 3 თვით გამოეთიშა
ავტორი: გიორგი კინტირაია
18 ივლისი, 2014. 16:45
„მანჩესტეს იუნაიტედის" ნახევარმცველ მაიკლ კერიკის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ვადები ცნობილია. გუშინ ითქვა, რომ კერიკმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ვადები განისაზღვრა.
The Telegraph-ის ცნობით, კერიკი საფეხბურთო საქმიანობას 3 თვით გამოეთიშება. მას დაზიანებულ ძვალზე ოპერაცია გაუკეთდება.
„ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის, რადგან მაიკი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდში. მისი გამოცდილება დადებითად აისახებოდა ჩვენს გუნდზე", - განაცხადა „მანიუს" მენეჯერმა ლუი ვან გაალმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19