reportiori.ge - გიგი უგულავას მიერ გახსნილი კომპანია „გორგია“ დავით ნარმანიას ხელმეორედ გაახსნევინეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:59
საზოგადოება
გიგი უგულავას მიერ გახსნილი კომპანია „გორგია“ დავით ნარმანიას ხელმეორედ გაახსნევინეს!
26 ივლისი, 2014. 16:35



სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია გორგიამ“, რომლის დამფუძნებელიც გია გორგოშაძე გახლავთ და რომლის სახელის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე ჩვენ უკვე ვწერდით, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი გახსნა. გორგიას მენეჯმენტთან ერთად, ჰიპერმარკეტი თბილისის არჩეულმა მერმა,  დავით ნარმანიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - მიხეილ  ჯანელიძემ გახსნეს.

აღნიშნულ ინფორმაციაში, უჩვეულო, თითქოს არაფერია, რომ არა ერთი საინტერესო  ფაქტი.  იგივე კომპანია, 2011 წლის მაისში, დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი  უგულავამაც  გახსნა.

საინტერესოა, იცოდნენ თუ არა ამ ფაქტის თაობაზე ნარმანიას იმ გარემოცვაში, რომელმაც  მას აღნიშნული ღონისძიება დაუგეგმა, თუმცა, ცალსახაა, რომ ეს ფაქტი იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე  სააკაშვილის მიერ,  2-ჯერ, ან მეტჯერ, ივანიშვილის ფინანსებით აგებული ერთი და იგივე  საწარმოებისა და დაწესებულებების გახსნა.

 

ამასთანავე, „რეპორტიორისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ბი ემ სი გორგიას“ გენერალური დირექტორი მიშა ავალიანი გახლავთ, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მარჯვენა ხელი და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. თუ გორგოშაძის ყოფილი მეუღლის ნინო დარსალიას  ნათქვამსაც გავიხსენებთ, - გორგოშაძეს ნაციონალებთან ფინანსური ვალდებულება აქვსო, -  გასაგებიც და ნათელიც გახდება უგულავას ჩინოვნიკის „გორგიაში“ გადირექტორების მიზეზები.


 

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "რეპორტიორში" გამოქვეყნებული სტატიის ბმულები:

 

  ნინო დარსალია: გია გორგოშაძე „ნაციონალებს“ ხშირად აძლევდა ხან ფულს, ხან პროდუქციას

 

ნინო დარსალია: „გორგიას“ 50 მილიონი ჩემია!

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016