reportiori.ge - ვარშავაში ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამო გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:53
საზოგადოება
ვარშავაში ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამო გაიმართა
16 სექტემბერი, 2014. 18:06

 

 

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვარშავაში ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამო გამართა.

 

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე 10-ზე მეტი სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

 

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ქართული ღვინის წარმომავლობის, მისი დაყენების მეთოდებისა და უნიკალური თვისებების პრეზენტაცია გამართა ცნობილმა პოლონელმა სომელიემ მარიუშ კაპჩისნკიმ.

 

 

საღამოს პოლონეთის წამყვანი ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში პოლონეთის ქალაქებში, კერძოდ, ვროცლავსა და კატოვიცეში, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016