reportiori.ge - 30 მლნ დოლარი მას, ვინც დეტექტიურ კომპანიას მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე ინფორმაციას მიაწვდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:52
მსოფლიო
30 მლნ დოლარი მას, ვინც დეტექტიურ კომპანიას მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე ინფორმაციას მიაწვდის
17 სექტემბერი, 2014. 21:53


გერმანული კერძო დეტექტიური სააგენტო 30 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს ჰპირდება მას, ვინც ივლისში, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური "ბოინგის" შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებას ეკონომიკური დანაშაულებების საგამოძიებო სააგენტოდან დეტექტივი იოზეფ რეში აწარმოებს. სააგენტო ეძებს ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ ჩამოაგდო მალაიზიური თვითმფრინავი და ვინ გასცა მისი ჩამოგდების ბრძანება, ასევე, ვინ მფარველობს ამ დანაშაულს.


გამომძიებლები აპირებენ იმის დადგენასაც, რა დაემართა დანაშაულის უშუალო შემსრულებლებს. გამოცემის ინფორმაციით, არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ კერძო გამოძიების უკან.


დეტექტივები სავარაუდო ინფორმატორებს მოუწოდებენ, ინფორმაცია წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე არც ელექტრონული ფოსტით მიაწოდონ და არც ტელეფონის საშუალებით.


რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიის პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომ თვითმფრინავი "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით არის ჩამოგდებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016