reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: უმაღალესი თანამდებობის პირები მაინც უნდა იყვნენ დაცული პრივატული საუბრების მიყურადებისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:48
საზოგადოება
ვალერი გელბახიანი: უმაღალესი თანამდებობის პირები მაინც უნდა იყვნენ დაცული პრივატული საუბრების მიყურადებისგან
18 სექტემბერი, 2014. 16:21



იურისტმა ვალერი გელბახიანმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას ისევ უსმენენ, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა.


„მოსმენების პრობლემა დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. დაინტერესებულ სამსახურებს შეუძლიათ, თავიანთი სპეცსამსახურების საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც თვალი ადევნონ და მოუსმინონ. ეს, რა თქმა უნდა, ღია პროცესი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი მეთოდებით ხდება სახელმწიფოზე დაკვირვება.

 

ტექნოლოგიური კონკურენციის პირობებში არის შესაძლებელი, რომ მოსმენები არ განხორციელდეს მაღალი თანამდებობის პირების, განსაკუთრებით პრეზიდენტის,  პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. ეს სამი პირი მაინც უნდა იყოს დაცული პრივატული საუბრების მიყურადებისგან.

ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან, რომელსაც გაცილებით მეტი საშუალება აქვს, თავი დაიცვას უკანონო მოსმენებისგან, ვიდრე რიგით მოქალაქეს. მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაუცველობის შეგრძნებას ბადებს",- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016