reportiori.ge - „ექსპო ჯორჯიაში“ 20 სექტემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:41
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ 20 სექტემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება
18 სექტემბერი, 2014. 16:49


20 სექტემბერს თბილისში დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება. „ექსპო-ჯორჯიას" მე-4, 5 და 6 პავილიონებში, 10.00-დან 19.00 საათამდე, მსურველებს შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე (CV) მიაწოდონ და გაესაუბრონ.


ფორუმზე მოსახვედრად დასაქმების მსურველებმა ონლაინ მისამართზე WWW.SSA.GOV.GE რეგისტრაცია უნდა გაიარონ და ამასთანავე აუცილებელია, პირი რეგისტრირებული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - WWW.WORKNET.GOV.GE .


ასევე, რეგისტრაციისთვის, პირებს შეუძლიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისს მიაკითხონ. რეგისტრაცია 25 ათას ადამიანს შეეძლება, დამსაქმებელი კომპანიების რიცხვი კი დაახლოებით 150-180-მდეა.

რეგისტრაცია ხვალ, 24.00 საათზე, დასრულდება.

ჟურნალისტებს მომავალი ფორუმის შესახებ დღეს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016