reportiori.ge - შსს-მ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:54
სამართალი
შსს-მ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა
19 სექტემბერი, 2014. 10:40


შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ასლან ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ლევან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ასლან ფ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია მოახდინა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით მარიხუანა და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ასლან ფ. სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას.


ექსპერტიზის დასკვნით, ასლან ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 38,9602 გრ, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 294,47 გრ ნედლი მარიხუანა. ლევან ა-ს პირადი ჩხრეკისას კი 21,54 გრ ნედლი მარიხუანა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება ასლან ფ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, ხოლო ლევან ა-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის 1 ნაწილით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016