reportiori.ge - გიორგი მამაცაშვილმა მთავარ პროკურატურაში სკანდალური აუდიოჩანაწერები წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:29
"რეპორტიორის" თვალით...
გიორგი მამაცაშვილმა მთავარ პროკურატურაში სკანდალური აუდიოჩანაწერები წარადგინა
17 ნოემბერი, 2014. 15:48


მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა მთავარ პროკურატურაში 2007-2008 წლებში ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების დაშანტაჟების ფაქტებზე სკანდალური აუდიოჩანაწერები წარადგინა. აუდიომასალა 11 ფაილს მოიცავს.



როგორც მამაცაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა მოახდინოს აუდიოჩანაწერებში მოყვანილ პირთა ხმათა იდენტიფიცირება და გამოავლინოს ამ პირთა ვინაობა, რომლებიც „იმედის" ჟურნალისტების მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტებში მონაწილეობდნენ. მამაცაშვილის ინფორმაციით, „დროების" ჟურნალისტების: დაჩი გრძელიშვილის, ლიზი ვაჩნაძის, სოსო ბარნაბიშვილის, რუსუდან ცხომელიძისა და ზაზა წულაძის დაშანტაჟების საქმეში ფიგურირებენ ყოფილი მაღალჩინოსნები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმითვე, ყოფილი ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ამ 5 ჟურნალისტს პროკურატურაში საჩივარი შეეტანა „იმედის" წინააღმდეგ და სწორედ ამაში უხდიდნენ თანხას.

 

 

„რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა სკანდალური აუდიოჩანაწერები რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016