reportiori.ge - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:29
"რეპორტიორის" თვალით...
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 19:53


 


მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში  საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის კავალერის, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ღირსების ორდენის კავალერის, პროფესორ თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა. საღამოზე მისმა მეგობრებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს თემურ ჟღენტის მოღვაწეობის პერიოდი, მასთან ერთად გატარებული დრო.



საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის მეგობრები აცხადებენ, რომ თემურ ჟღენტი წლების მანძილზე უდიდეს საქმეს აკეთებდა და დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში.



თემურ ჟღენტი გახლდათ არაერთი უნივერსიტეტის აღორძინების ხელშემწყობი. იგი სათავეში ედგა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, საბავშვო ანსამბლ „მზიურის" დაარსების პერიოდში.



სხვადასხვა წლებში გახლდათ შოთა რუსთაველის თეატრის დირექტორი, ასევე სერგო ზაქარიაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დირექტორი.



თემურ ჟღენტმა დააარსა ფოლკლორის ლაბორატორია.  ინსტიტუტებში შეიტანა ქორეოგრაფის სპეციალობა.



მისი დაარსებულია ანსამბლი „როკვა", ასევე, ომარ სიხარულიძესთან ერთად - ანსამბლი „ქალგულო".



თემურ ჟღენტი 2014 წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016