reportiori.ge - „ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:28
კონფლიქტები
„ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში“
ავტორი:
13 დეკემბერი, 2014. 19:33



ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირი დიალოგისთვის მზაობის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას და მინისტრის აპარატის ანგარიშს ეხმაურება.


"ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი გზით აიძულოს სამხრეთ ოსეთი, საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს. დღეს ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში ან მის მეზობელ რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან. ჩვენი საზოგადოების მოსყიდვა სამედიცინო დახმარებით, რომელთაც ჩვენს მოქალაქეებს დასავლეთის გრანტებით და სხვადასხვა ფონდებით აღმოუჩენენ ხოლმე, აბსურდულია. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით დაბალი სოციალური გარანტიები აქვთ, ხოლო მკურნალობა და წამლები _ ძვირადღირებული და მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არაა. რაც შეეხება გაზიფიკაციას და სოციალური საცხოვრებლების მშენებლობას, პოსტკონფლიქტურ აღდგენით სამუშაოებს, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რომელიც ქართულ-ოსური 1993 წლის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკურ აღმშენებლობას ითვალისწინებდა, საქართველოს ერთი რუბლი არ გამოუყვია მის მიერ სამხრეთ ოსეთში დანგრეული ობიექტების აღსადგენად", - აცხადებენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ცხინვალის რეგიონს ეხმარება, რუსეთია.





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016