reportiori.ge - გოგლიკო ჯიბლაძე - კაცი, რომელიც თავს არ მოიკლავდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:25
"რეპორტიორის" თვალით...
გოგლიკო ჯიბლაძე - კაცი, რომელიც თავს არ მოიკლავდა
ავტორი:
26 დეკემბერი, 2014. 18:54

 

1984 წლის 27 მაისი.

 

მაშინ „იმედი" არ არსებობდა... გადაცემა „იმედის გმირების" ავტორიც, ალბათ, არ იყო დაბადებული... თუმცა გმირები მაშინაც არსებობდნენ, გმირები მაშინაც ხდებოდნენ, გმირულად მაშინაც იღუპებოდნენ, მაგრამ „ტელე-ინტერნეტ-რევოლუციამდე" საქართველოში მათზე ამბები ნაკლებად ვრცელდებოდა. მაგალითად, ქალაქ ფოთში ცოტამ თუ გაიგო, რა მოხდა 1984 წლის 27 მაისს თბილისის ზღვაზე... არადა, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროსთან ტიმ სევერინის „არგოს" მომლოდინე ქართველთა შორის ის ბიჭებიც უნდა ყოფილიყვნენ, თბილისის ზღვაზე წვრთნებისას რომ თავგანწირულად დაიღუპნენ. მართალია, ტიმ სევერინს პირადად ამცნეს მაშინ ტრაგედიის შესახებ, მაგრამ მთელ საქართველოს (და არა მხოლოდ თბილისს) უნდა სცოდნოდა - ვინ დავკარგეთ და კიდევ ერთხელ რისი მაგალითი შევიძინეთ ქართველებმა... „ისინი ლიტერატურულ გმირებად უნდა იქცნენ, რადგან ერს ყოველთვის სჭირდება ის კათარზისი, რასაც პირდაპირ გულის სიღრმეში „გვაწვეთებს" ამ ცხრამეტიოდე წლის ბიჭების ვაჟკაცური სიკვდილის ეპიზოდი. აქციეთ ისინი პერსონაჟებად, რათა ჩვენი შვილები მათ მაგალითზეც გ ავზარდოთ კაცებად!" - ეს იდეა დაღუპული ახალგაზრდების ოჯახების ერთერთ მეგობარს ეკუთვნის. სწორედ ამ იდეის ხოცშესხმაა ჩვენი კრებულიც იმ „ღიმილის ბიჭებზე", რომელთაც ძალიან ადრე ჩაუწყდათ სიცოცხლის ბაწარი - ერთმანეთისთვის გადაწოდება რომ მოახერხეს საბედისწერო წამიდან უკვდავებამდე...



ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ „ცხოვრება უდაბნოა ურწყული" და გოგლიკომ ამ უდაბნოს „გვერდს ვერ შემოუარა"


71 წლის გიორგი (ბაბუ) ჯიბლაძე საკუთარმა კვნესამ შეაფხიზლა - ბაბუ, უკვე მეთორმეტე დღეა, სავარძლიდან თითქმის არ წამომდგარა. ნაცრისფერ ველზე მგლები ყმუოდნენ - არც შემოდგომა იდგა და არც ზამთარი, უბრალოდ, ფერთა გამა თვალთახედვიდან დედამიწის შავ ხვრელში გაწოვილიყო და ფანჯრის რაღას ცვრად მოსდებოდა მლაშე ცრემლები. „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი" ვეღარ ანუგეშებდნენ - თითოეულ მათგანზე დაწერილი ზღვა ნაშრომი თითქოსდა წყალწაღებულ ფურცლებს დამსგავსებოდა... განსაკუთრებით ვაჟას წყალობით, თითქოსდა, ყველაფერი განეცადა - უფიქრია იმაზეც „რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადაო?", მაგრამ ეს სულ სხვა ტკივილი იყო - დაუყუჩებელი, მოუნელებელი, უკიდეგანო... მოგონებები გულს უსერავდნენ, არადა, სხვა არაფერი დარჩენოდა - „გოგლიკოს არ ყოფნის ტკივილს" მასში „ადამიანად ყოფნის სევდაც" ემატებოდა. მისი 19 წლის შვილიშვილი, მისი მოსახელე, მისი სულის „მოკაშკაშე მომავალი" 12 დღის წინ მიწას მიაბარა... ყველაფერი ხომ პირიქით უნდა ყოფილიყო... მის წარმოდგენაში გოგლიკო რამდენჯერ მდგარა კაცურად ბაბუას საფლავთან...


გოგლიკოს დედას, მანანა ჯიბლაძეს, შვილის დაღუპვის ამბავი რომ ამცნეს, დაუგმინავს - მამაჩემი როგორ არისო? მამა - გიორგი ჯიბლაძე - გოგლიკოს გარდაცვალებიდან 40 დღე სავარძლიდან არ ამდგარა...






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016