განწყობისათვის
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „ანნაბელ - ცივი ვარ - ავე მარიამ“
08 იანვარი, 2015. 11:26
* * *
ანნაბელ,
ეს შენი მხრებია,
ეს შენი თმები და უბრალოდ
როდესაც შენს თმაში წვებიან
თითები, მე ვხდები ღრუბელი
და შენ ხარ დეკემბრის ნიავი,
დაჰქრი და მიგყავარ არასდროს,
შენკენ რომ არ იყოს გვიანი,
კოცნის და სხვამ რომ არ დამასწროს.
* * *
ყინვა ვარ,
და ვტოვებ ანარეკლს,
მე შენი ფანჯრების მინებთან,
რომ გული უკუღმა გააკრეს,
ჯვარზე და ძალიან მინდება,
გადმოხსნან ის შენმა თითებმა
თითებმა რომლებიც მე მიყვარს,
რომლებშიც ეს გული მითბება,
რომლებიც ტაძრამდე მიმიყვანს.
* * *
ავე მარიამ,
მგონი გიკვდები,
ისე ვარ ახლა უკვე ნასიზმრალ,
თითქმის მოსაწყენ ზღაპარს გიყვები,
და ვცდილობ თავი არ შეგაზიზღო,
ჩემი ლექსებით, ჩემი განცდით ანდაც სრულიად,
უმოქმედობით, მთელი ძალით, ვწვალობ, ვჯახირობ,
გზაზე რომ გდია გათოშილი ჩემი სულია,
და იქნებ ცადო რომ ფეხები არ დააბიჯო.
* * *
05 თებერვალი, 2016. 12:21
12 ნოემბერი, 2015. 17:37