reportiori.ge - ლეგენდის გაცოცხლება - “ამირანი” გამოჩნდა! (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:54
საზოგადოება
ლეგენდის გაცოცხლება - “ამირანი” გამოჩნდა! (ფოტორეპორტაჟი)
10 თებერვალი, 2015. 21:09



"აქ იყო ამირანი", - ამ წარწერით თბილისში ბილბორდები და ინსტალაციები თვალშისაცემი გახდა. საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, ბევრი ვერსიაც გაჟღერდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი "ამირანმა" გამოჩენა გადაწყვიტა.


"ამირანი" - ეს არის პირველი ქართული კომიქსი, რომლის პრეზენტაციაც 13 თებერვალს, 19:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება. „ამირანი"  ყოველი თვის 8 რიცხვში გამოვა და მკითხველს ლეგენდების სამყაროში მოგზაურობის საშუალებას მისცემს. როგორც პროექტის ავტორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, „ამირანის" ყოველი ახალი ნომრის გამოცემის წინ ქალაქში კიდევ უფრო საინტერესო ინსტალაციები გამოჩნდება.


"ამირანი" საქართველოში უპრეცედენტო პროექტის "დაკარგული ლეგენდების" ნაწილია, რომლის მიზანიც ქართული ლეგენდების გაცოცხლება და ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომიქსის გმირებში ქართული კულტურის ელემენტები ხაზგასმულია, იარაღი და ტანსაცმელი, რომელიც „ამირანის" გმირებს ამშვენებთ, სამუზეუმო ექსპონატების ანალოგია.


„ეს არის ნამდვილი ეროვნული, ინტელექტუალური და ისტორიული პროექტი, რომელსაც თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა სჭირდება. ეს პროექტი ბევრს თავისი ნიჭის და ინტელექტის გამოვლენაში დაეხმარება,"- აღნიშნა ნიკოლოზ ხომასურიძემ.




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016