reportiori.ge - სომხეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად არ აღიარებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:29
კონფლიქტები
სომხეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად არ აღიარებს!
ავტორი:
13 მარტი, 2015. 12:08



„ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი დედამიწის ზურგზე ძნელად თუ  მოიპოვება სხვა. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება მოსპონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდან აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ.

 

 

თითქოს არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სიტყვით და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ევფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები” ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით... გვართმევენ ყოველს - ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას და, რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა...

 

დროა, ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს. დროა, გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღაბოდ!” - ეს არის ამონარიდები ილია ჭავჭავაძის მიერ 1899 წელს გამოქვეყნებული ცნობილი წერილიდან „ქვათა ღაღადი“. მას შემდეგ 116 წელი გავიდა, მაგრამ ქართველები დღესაც იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებზეც წერდა დიდი ილია, ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენი მეზობელი სომხების ორგანიზებულ მცდელობას ქართული კულტურული თუ ნაციონალური მემკვიდრეობის მისასაკუთრებლად სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

 

ამა წლის 4 მარტს აზერბაიჯანულმა საინფორმაციო-ინტერნეტპორტალმა Gulustan.info-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ხელში ჩავიგდეთ საქართველოში სომეხი ეპისკოპოსის საიდუმლო წერილი“, რომელშიც აზერბაიჯანელები(!) შეშფოთებას გამოხატავენ სომხების მიერ საქართველოსთვის წაყენებული თავხედური პრეტენზიების გამო.

 

აი, რას წერს Gulustan.info:

 

„2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრამიანი. ის, მთავრობის წევრების თანხლებით, გაემართა ავლაბარში მდებარე ეკლესია სურბ ეჩმიაძინისკენ, რომლის შესასვლელთან საქართველოსა და სომხეთის დროშები ფრიალებდა. მაღალი რანგის სტუმრებს შეხვდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და სხვა სასულიერო პირები. მირზახანიანი სტუმრებს ძველი სომხური ეკლესიის ისტორიაზე ესაუბრა.

 

იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მირზახანიანისგან მიიღო კონფიდენციალური წერილი სომხური ეკლესიის ეპარქიისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ეკლესიის გადაცემის მოთხოვნით.

 

წერილი  რეგისტრირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში 2014 წლის 12 დეკემბერს (#42179), ანუ წერილის გაგზავნა გამიზნულად დაამთხვიეს საქართველოში აბრამიანის ვიზიტს და ცხადია, რომ პრემიერებმა შეხვედრისას ამ საკითხზე ისაუბრეს.

 

წერილში გამოთქმულია თხოვნა: „...დაუბრუნოს ჩამორთმეული ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი არიან ან იყვნენ განლაგებული - სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

 

დანართის სახით გაწვდით სომეხთა ეპარქიისთვის ჩამორთმეული 442 ტაძრის, მონასტრის (მოქმედი და არამოქმედი) და მათი ნანგრევების სიას“.

 

ეკლესიების ჩამონათვალი ისეთი კოლოსალურია, რომ თამამად შეიძლება შევადაროთ აზერბაიჯანსა და სომხეთში ისტორიული ალბანური ეკლესიების ხელში ჩაგდებას.

 

ამასთანავე, თუ სიას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ლაპარაკია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კოლოსალური რაოდენობის საკუთრებაზე, რომლის საქართველოს იურისდიქციიდან გამოყვანა და ეჩმიაძინისთვის დაქვემდებარება სურს სომხურ ეკლესიას“.

 

წერილიდან, რომელსაც ხელს ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი აწერს, ჩანს, რომ „სომხურმა ცივილიზაციამ“ საქართველოში „თავისი“ 442 ეკლესია აღმოაჩინა, თუმცა 1995 წელს ერევანში გამოცემულ რუკა-ცნობარში მითითებულია, რომ საქართველოში 653 სომხური ეკლესია-მონასტერია (აღსანიშნავია, რომ სიაში შეტანილია საქართველოს თითქმის ყველა რაიონის კულტურის ძეგლები. ეს რაიონებია: ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, ყვარელი, საგარეჯო, სიღნაღი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, გორი, კასპი, მცხეთა, ქარელი, გარდაბანი, წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, დმანისი, ბოლნისი, დუშეთი, აჭარა, სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), ონი, თერჯოლა და თბილისი). ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ “სომხებს შევეცოდეთ”, 211 ეკლესიას თავი დაანებეს და “გვიფეშქაშეს”, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს 211 ეკლესია  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეა და სწორედ ამ წერილით სომხეთის სამოციქულო ეკლესია (უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით “სომხეთის სახელმწიფო”) აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიებდ არ თვლის!

 

სომხეთი პრეტენზიას გვიყენებს არა მხოლოდ ქართულ ეკლესიებზე, არამედ მათ გარშემო არსებულ მიწებზე. საქართველოს ხელისუფლება კი “კეთილმეზობლობის” პრინციპებს არ არღვევს და ამ თავხედურ პრეტენზიებზე დუმილს ამჯობინებს.

 

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

 

 

სხვათა შორის:

 

სომხები ქართულ ტაძრებსა და ეროვნული კულტურის ძეგლებს გვედავებიან და რა გასაკვირია, რომ ჩვენი კერძების ან ღვინის დასაკუთრება მოინდომონ?!

 

მაგალითად, თურმე ქართული ღვინო “საფერავი” სომხური ყოფილა, ხაჭაპური - სომხური, მაწონი - სომხური, ჩურჩხელა - სომხური. ამასაც აღარ სჯერდებიან და გამოჩენილ ქართველ მსახიობებსა და მომღერლებს სომხობას მიაწერენ. ასე მოხდა წლების წინათ სოფიკო ჭიაურელის, ახლახან კი ქეთი მელუას მიმართ. გარდა ამისა www.forum.hayastan.com-ზე შეგიძლიათ ნახოთ ბრალდება, რომ ჩვენ, ქართველები, თურმე ურცხვად ვცდილობთ აღმოსავლეთ თურქეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრების ქართული კულტურის ძეგლებად გასაღებას. ლაპარაკია შატბერდის, იშხანისა და ოშკის მონასტრებზე, ამას თავგამოდებით ამტკიცებს სომეხი ისტორიკოსი აიკ დემოიანი.

 

როგორც იტყვიან, ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!

 

 






 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016