reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილის გაუხმაურებელი სექსისტორიები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:47
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილის გაუხმაურებელი სექსისტორიები
ავტორი:
30 ნოემბერი, -0001. 00:00

 

 


მიხეილ სააკაშვილის სექსკანდალების შესახებ მრავალჯერ თქმულა და პრესაშიც არაერთგზის დაბეჭდილა. ახალგაზრდობაში არასრულფასოვნების კომპლექსით დატანჯული მიშა, რომელსაც ყველა ქალი გაურბოდა, ქალებს ახლოს ვერ ეკარებოდა და რაც პრეზიდენტი გახდა, ახალგაზრდობის სექსუალური ოცნებები აიხდინა.


თუ ადრე რომელიმე ქალზე ერექცია ჰქონია ამ საცოდავს, არც ერთი არ გაუშვა ხელიდან, არც ძალადობაზე ამბობდა უარს, ოღონდ საწადელისთვის მიეღწია.



მიშას ვნებების დასაცხრობად მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა. ოჯახებიც მრავლად დაანგრია და ხალხიც ბევრი გადაიკიდა. ღირსებაგათელილი, შურისმაძიებელი ქმრები, მამები და ძმები რიგში დგანან, პრეზიდენტი იყო და ვერ სწვდებოდნენ ევროპის შვიდი ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნით ოფიციალურად გიჟად შერაცხულს, მაგრამ მის ტიტულს უკვე 'ექს' დაემატა და ადვილად ხელმისაწვდომო გახდება.



აი, ახლა კი უფრთხილდი, მიშა, შენი ავხორცობით დანგრეული ოჯახების წევრებს!



სადაც მოგიხელთებენ, იქ გამოგიყვანენ წირვას და ახიც იქნება შენზე!



კაცმა ძალიან რომ მოინდომოს, მიშა სააკაშვილის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით გატაცებაზე რამდენიმე ტომი წიგნიც დაიწერება. საკუთარ ბოზებს, აქაურებსა თუ გადამთიელებს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან აფინანსებდა, სექსმომსახურების გადასახადსაც იქიდან უხდიდა და ძვირადღირებულ საჩუქრებსაც ყიდულობდა მათთვის. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე გამოქვეყნდა ქართულ და უცხოურ მედიაში. არადა, ამ ფონდიდან თანხები, წესით და კანონით, გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ფორსმაჟორულ სიტუაციებში უნდა გახარჯულიყო. უბედურია ის ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საკუთარი ავხორცული ვნებების დაკმაყოფილება ყველაზე გადაუდებელ საქმედ და ფორსმაჟორად მიაჩნია. ანდა ამ ცალტვინას ხელში აქამდე როგორ მოვედით, ხალხო, ეს არ გიკვირთ?



მაგრამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიშას ქალებში დახარჯული თანხები რა მოსატანია იმ ასეულ ათასებთან თუ მილიონებთან, რასაც კონკრეტული ბიზნესმენები ამავე საქმისთვის ახარჯავდნენ პრეზიდენტს. 'ქრონიკამ' მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაციები იმის შესახებ, როდის და სად მართავდნენ პრეზიდენტი და მისი გარემოცვის წევრები სექსორგიებს და რომელი ბიზნესმენები აფინანსებდნენ მათ ხუნტრუცობას.



წყარომ ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, თუმცა, ახლო მომავალში აპირებს გამოჩენას და უფრო სკანდალური ინფორმაციების გახმაურებას, ცხადია, ჩვენი საშუალებით. მხოლოდ იმას დავსძენ, რომ ჩვენი წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია და ამჟამადაც საჯარო სამსახურში მუშაობს.



დღემდე არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ სოლიდურ ბანკში (ბანკს შეგნებულად არ ვასახელებთ) პრეზიდენტის ადმინისტრაციას გახსნილი ჰქონდა სპეციალური, საიდუმლო ანგარიში, სადაც ქართველი ბიზნესმენები უხვად რიცხავდნენ ფულს.



ამ ანგარიშის გახსნის დღიდანვე, მას უშუალოდ ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა. პირველ ეტაპზე, მისი შევსება, ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფს, დავით კეზერაშვილს დაეკისრა. 2007 წლიდან კი ამ საბანკო ანგარიშზე მუდამ სოლიდური თანხა რომ ყოფილიყო, ამაზე თავად ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ერთობლივად ზრუნავდნენ. ანგარიშზე თანხების მობილიზება ერთადერთი მიზნით ხდებოდა - მთელი ფული მიშას ქალებში გრიალსა და გართობას უნდა მოხმარებოდა.



ვინც ამ ანგარიშზე ფულს რიცხავდა, იმ ბიზნესმენთა ნაწილმა იცოდა, რისთვის იხდიდა ხარკს, ნაწილმა კი არაფერი იცოდა ამის შესახებ. ცხადია, ბიზნესმენთა უმეტესობას შანტაჟის, მუქარისა და სხვა უკანონო გზებით აიძულებდნენ, გადაეხადა სოლიდური თანხები. არ გადაუხდიდნენ მიშას 'საგულაო' ფულს და უკეთეს შემთხვევაში, ბიზნესს საერთოდ დაკარგავდნენ, თუ უფრო გაჯიქდებოდნენ და ვანო და ზურა მთლად დედას უტირებდნენ - ან თავად `გაამგზავრებდნენ~ ამ ბიზნესმენს ციხეში, ანდა ოჯახის რომელიმე წევრს დაუჭერდნენ შეთითხნილი ბრალდებით. მე თქვენ გეტყვით და ამგვარი ფაქტების ნაკლებობა გვქონდა ამ 9 წლის მანძილზე და გაუკვირდებოდა ვინმეს. თუმცა, ამაზრზენი ის არის, რომ ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა წინასწარ იცოდა, რომ ფულს პრეზიდენტის ვნებების დასაკმაყოფილებლად იხდიდა და მორჩილად აკეთებდა ამას, პროტესტი არც ერთს არ გამოუხატავს. მეტიც, ზოგიერთები სიამოვნებით აკეთებდნენ ამას.



ვანო მერაბიშვილს იუმორის გრძნობა რომ აქვს, ცნობილია და იცით, რას ეძახდა ბიზნესის იმ გადასახადს, რომელიც ამ ბანკის სპეცანგარიშზე ირიცხებოდა? არც მეტი, არც ნაკლები - 'პრეზიდენტის სირის გადასახადს'. ვაი, თქვე მართლა საცოდავო ქართველო ბიზნესმენებო, ეს რა შავ დღეში ყოფილხართ! ბიუჯეტში რაც კანონით გეკუთვნოდათ, იმას ხომ წინსწრებით იხდიდით, 'ნაცმოძრაობის' პარტიულ ანგარიშზე ხომ რიცხავდით თანხებს, მერაბიშვილისა და ადეიშვილის მიერ მოგონილ რაღაც გაურკვეველ ფონდებსაც ხომ ავსებდით თქვენი ნაოფლარით და აი, ზუსტად ეგ გაკლდათ, რომ კიდევ ერთი გადასახადი გადაგეხადათ, თანაც ასეთი სამარცხვინო.



ამ ბანკის საიდუმლო ანგარიშიდან, უკვე მოგახსენეთ, ფულის გატანის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა. ვანო მერე ამ ფულს იმას აძლევდა, ვისაც პრეზიდენტის ვნებების მომსახურებისთვის უნდა ეზრუნა, ვისაც ის ქალებით უნდა მოემარაგებინა და მათთვის მომსახურების საფასური გადაეხადა. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები და მათი მოადგილეები იყვნენ, ზოგჯერ - ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც ვანო მერაბიშვილის ნდობით სარგებლობდნენ. პრეზიდენტის უცხოური ვიზიტებისას დელეგაციაში აუცილებლად სვამდნენ ერთ ადამიანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელსაც ამ ბანკის საკრედიტო ბარათი ებარა და საჭიროების შემთხვევაში, მიშას ნახმარი ქალებისთვის ფული უნდა გადაეხადა, ზოგჯერ კი პრეზიდენტის გულმოწყალებით დელეგაციის სხვა წევრებიც სარგებლობდნენ, მიშა ტოპ-მეძავებში ეპატიჟებოდა მათ და ამ ქალების მომსახურების ფულსაც იხდიდა ეს ვიღაც ხელისბიჭი ადმინისტრაციიდან.



'ვიღაც ხელისბიჭი' კი, უკვე მოგახსენეთ, ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც კი იყო. ეს ანდრო ბარნოვი რომ გვეჭიმება და თავი დიდი ვინმე ჰგონია, ნეტავ იცის მაგან, რომ მაგისი პოსტი, რეალურად სუტენიორთა ერთი ათკაციანი ბრიგადის უფროსობის ტოლფარდია?



ახლა კი კონკრეტული ფაქტების შესახებ. 2008 წელს, ნოემბერში, როცა ქართველი ხალხი ჯერაც რუსეთთან ომით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა, ქვეყნის მთავარსარდალმა 'მის უკრაინის' კონკურსში მონაწილე 2 ლამაზმანი 'შეუკვეთა' ვანო მერაბიშვილს. ვანომ ეს საქმე გივი თარგამაძეს გადააბარა, რომელიც იმჟამად ოდესაში იმყოფებოდა.



გივია თარგამაძე სასწრაფოდ გადაფრინდა კიევში, რადგან მიშას მოწონებული ორივე ქალი კიეველი აღმოჩნდა. მიშას 2 დღეში, ორივე უკრაინელი მოდელი ჩამოუყვანეს თბილისში, მათ 4 დღე დაჰყვეს აქ და სასტუმრო 'ჰოლიდეი ინ'-ში ცხოვრობდნენ.



წყაროს ინფორმაციით, ამ უკრაინელი ქალების პრეზიდენტის მომსახურების საფასური ამ ბანკის სპეცანგარიშიდან გადაიხადეს თავის სასტუმროს ხარჯებიანად. თუმცა, იმჟამად 'მადნეულის' გენერალურმა დირექტორმა, კობა ნაყოფიამ პრეზიდენტის მეძავებს ძვირადღირებული საჩუქრები უყიდა და აეროპორტშიც თავად მიაცილა. სხვათა შორის, ნაყოფია ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებიდან, რომელიც სისტემატურად რიცხავდა ფულს ბანკის 'სამეძავო ანგარიშზე'. ნაყოფია სააკაშვილის ყველა ახირებას უსიტყვოდ ასრულებდა, ამიტომაც იყო, კახა ბენდუქიძის რჩეულმა პრეზიდენტის კარზე გავლენა მალევე მოიპოვა, დეპუტატიც გახდა და საქართველოში გამართულ ტენდერებსა და აუქციონებსაც უპრობლემოდ იგებდა.



2009 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლონდონში გასეირნება გადაწყვიტა 2 დღით.



მან თან გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია იახლა. თავისთავად იგულისხმება, რომ დელეგაციაში მეოთხე პირიც იმყოფებოდა, 'ხელისბიჭი' სახელმწიფო კანცელარიიდან. ცხადია, ორივე დღე ქეიფსა და მოლხენაში გაატარა სამეულმა. მეტი რაღა საქმე ჰქონდათ, აწყობილი და დალაგებული ქვეყანა დატოვეს და 2 დღით განტვირთვა ამ ღვაწლმოსილი ხალხისთვის რა ბედენა იყო? ჰო, 4-კაციანი დელეგაცია უპრესტიჟულეს სასტუმრო 'რიცში' დაბინავდა. მიშამ პირველსავე დღეებში მოისურვა რომელიღაც ბრიტანელ ქალბატონთან სექსი, ცხადია, მოდელთან და ისიც ნათელია, რომ მისი მომსახურება საქართველოს რამდენიმე სოფლის ერთად აღებულ წლიურ ბიუჯეტს აღემატებოდა. საქმის გაჩარხვა გიგი უგულავას მიანდო მიშამ. გიგიმ ვანო მერაბიშვილს დაურეკა თბილისში, მიშველე, მიშას ესა და ეს მოდელი უნდა და თუ არ მივუყვანე სასტუმროში, კი იცი, რა შავ დღესაც დამაწევსო. ვანომ თბილისიდან მოაგვარა ყველაფერი.



გიგის ისღა დარჩენოდა, ლიმუზინით სახლში მიეკითხებინა მოდელისთვის და სასტუმროში მიეყვანა მიშასთვის. გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი რით გაერთნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ უგულავა უზომოდ ბედნიერი რომ ყოფილა, ეს ნამდვილად ვიცი - მიშასთვის რომ 'გაეტეხა' და ის მოდელი არ მიეყვანა, მის რისხვას ვერ გადაურჩებოდა და მთვრალ პრეზიდენტს იქნებ წიხლქვეშაც კი გაეგდო. სასმელისგან გათიშულ სააკაშვილს თბილისის არჩეული მერი არაერთხელ უცემია და საკუთარი კაბინეტიდან პანღურისკვრითაც არაერთხელ გაუგდია.



მოკლედ, ამჯერად გიგი გადარჩენილა და ის ღამე ვანო მერაბიშვილის ლოცვაში გაუტარებია.



ამ ინგლისელი ქალბატონის მომსახურება 10 000 გირვანქა სტერლინგი დამჯდარა, ეს ფული 'ხელისბიჭს' გადაუხდია, თუმცაღა, რეალურად, ეს ჩვენი ბიზნესმენებისთვის წაღლეტილი ფული იყო.



2010 წელს საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში იმყოფებოდა. დელეგაცია სასტუმრო 'კარტონ-რიცში' დაბინავდა. საქვეყნო საქმეებს რომ მორჩნენ, მიშამ და მისმა გარემოცვამ სასტუმროს რესტორანს მიაშურეს და გვარიანად მოულხინეს. თავი არავის დაუზოგავს, ხოშიანად გამოთვრნენ.




მიშა საპრეზიდენტო ნომერში რომ ავიდა, მაშინ მოითხოვა ქალი. საბედნიეროდ, ამ დელეგაციაში ვანო მერაბიშვილიც იმყოფებოდა და მიშას სურვილის დაკმაყოფილება მან ითავა. არა, ცუდი კი არაფერი იფიქროთ, ვანომ სასწრაფოდ მოიძია ელიტარული ბოზი, მიშას შეუგზავნა ნომერში და ეს 'ცხოველის რამაზე აწყობილი ადამიანიც' დაშოშმინდა.



2012 წლის იანვრის მიწურულს საქართველოს დელეგაცია კვლავ ამერიკას სტუმრობდა. ამჯერად სამთავრობო ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანი იყო - მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას უნდა შეხვედროდა. საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში, სასტუმრო 'მანდარინა ორიენტალში' გაჩერდა. 30 დეკემბერს, სააკაშვილი და ობამა შეხვდნენ ერთმანეთს, შეხვედრა სულ 15 წუთს გაგრძელდა. ცხადია, დელეგაციის სხვა წევრებმაც გამართეს შეხვედრები ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან. ეს უკვე ის დროა, როცა სააკაშვილის 'ნაცმოძრაობას' საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს და მიშა, ევროპასა და ამერიკაში, ხელისუფლებაში დაბრუნების უმოკლეს და ანტიკონსტიტუციურ გზებს ეძებს, რაღაცას 'ვარდების რევოლუციასავით'. ცხადია, ამ გეგმის განსახორციელებლად და უკანონობის 'გასაპრავებლად', უპირველესად, ამერიკის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მიშას ეს გეგმა და სურვილი სწორედ 30 ნოემბერს, ვაშინგტონში, ბარაკ ობამასთან შეხვედრისას ჩაიშალა. ობამამ მკაცრად გაუმეორა სააკაშვილს ის, რასაც მას არჩევნების შემდეგ, ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი ეუბნებოდა, შენი დრო დამთავრდა, ორჯერ იყავი ქვეყნის პრეზიდენტი და ახლა დროა, ქვეყნის მმართველობას ჩამოსცილდე და ძალაუფლება მშვიდობიანი გზით გადასცე მომდევნო პრეზიდენტსო.



სააკაშვილი თეთრი სახლიდან სახეშეშლილი, რომ იტყვიან, წაშლილი გამოსულა. ცხადია, მჟავე ხასიათზე იყვნენ მისი დელეგაციის წევრი ბობოლა 'ნაციონალები'. უგუნებობის გამოსასწორებლად ყველამ ერთად რესტორანს მიაშურა. წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილი რესტორანშივე გვარიანად გამომთვრალა, შემდეგ კი, სასტუმროში მისულს, ბარში გაუგრძელებია სმა.



სწორედ ბარში ყოფნისას მოუთხოვია ქალი და მისი გარემოცვის წევრებიც დატრიალებულან, - არიქა, ბელადს საწადელი ავუსრულოთ და ერთი ლამაზმანი ჩავახუტოთო. მიშა მეტად გულუხვი გამომდგარა იმ დღეს: მარტო მე კი არა, დელეგაციის ყველა წევრ კაცს თითო ქალი მოუყვანეთო, უბრძანებია.



'ნაციონალების' ვიპ-ლიდერებმა, ვაშინგტონის ვიპ-ბორდელების ასავალ-დასავალი ისე კარგად იციან, თვალდახუჭულები აგნებენ მათ. პირველად ხომ არ იყვნენ ვაშინგტონში, იქ ისე დაიარებოდნენ, როგორც სამეზობლოში და არც მიშას ეს ახირება იყო მათთვის პირველი და უცხო.



მოკლედ, ათზე მეტი მეძავი მოუყვანიათ 'მანდარინა ორიენტალში' და ბარიდან რესტორანში გადაუნაცვლებიათ. ერთი ჟივილ-ხივილი აუტეხავთ სააკაშვილსა და ძმათა მათთა, დაუმხვიათ თავზე ყველაფერი.



აი, გივია სიხარულიძემ რომ გააკეთა ერთხელ რუსეთში, ხომ გაგიგიათ? გივიმ რესტორანში საკუთარ ძმაკაცს ყარაჩოღლურად მეორე სართულიდან ქვემოთ, პირველზე ქალი ესროლა, იმან ქალი ვერ დაიჭირა, ხელიდან გაუვარდა, ეს გოგო ძირს დაეცა და თუ რამე ჰქონდა მოსატეხი, ყველაფერი მოიტეხა. არადა, მოცეკვავე ყოფილა ის ჩემი ცოდვით სავსე. აი, ეგრე შეეწირა ამ გოგოს საცეკვაო კარიერა გივი სიხარულიძის გიჟმაჟობას. ეს ჩვენი 'ნაციონალებიც' თურმე ეგრე ესვრიან ერთმანეთს ამერიკელ ლამაზმანებს. ისეთი ღრიანცელი აუტეხავთ, თურმე რესტორანში ყურთასმენა აღარ იყო.



მათდა საუბედუროდ, იმავე სასტუმროში იტალიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ცხოვრობდნენ, რომლებიც ამერიკელ კონგრესმენებთან მოლაპარაკებაზე იყვნენ ჩამოსულნი. რამდენიმე იტალიელი დეპუტატი, იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი ბიჭები რესტორანში ილხენდნენ, იმავე რესტორანში ვახშმობდა დეპუტატური სიდარბაისლით.



ამ ხალხს ვერ აუტანია ქართველთა ხორხოცი და თავგასულობა და ჯერ სასტუმროს რესტორნის ადმინისტრაციისთვის დაუძახიათ, გააჩერეთ ეს ქართველებიო. ჩვენებს მათი გაფრთხილება, ცოტა წყნარად მოიქეცითო, თურმე სასაცილოდ არ ეყოთ და უარესი ხორხოცი აუტეხავთ. იტალიელებს პროტესტის ნიშნად რესტორანი დაუტოვებიათ და სასტუმროს ხელმძღვანელობისთვის უთქვამთ, ხვალ სხვა, უფრო წყნარ და კომფორტულ სასტუმროში გადავალთ და ჩვენს უვახშმობას არ გაპატიებთო. ადმინისტრაციას დაცვა გამოუძახებია, მაგრამ მიშა და მისი გუნდი არც მათ დანებებიან. დაცვამ სამჯერ გააფრთხილა ქართველები და გამომთვრალებს რომ ვერაფერი შეაგნებინა, პოლიცია გამოიძახეს. აი, მაშინ კი გამოფხიზლებულან მიშა და მისი ამალის წევრები, რადგან საერთაშორისო სკანდალის სუნი იკრეს. არ მითხრათ ახლა, ამერიკა დემოკრატიის დედა და მამაა, თუ კანონს დაარღვევ, გინდა პრეზიდენტი იყავი, მაინც პასუხს გაგებინებენო. სკანდალსა და საერთაშორისო შერცხვენას გადაურჩნენ მიშა და მისი ბიჭები. წყაროს თქმით, იმ შუაღამისას, საქმეში ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენები, ჩარლზ დენტი და სინტია ლუმისი ჩაერივნენ, რომლებიც პირადად სააკაშვილმა წამოყარა თბილი ლოგინებიდან. კონგრესმენებმა საქმე ჩაფარცხეს - თავიანთი სტუმრები, იტალიელი დეპუტატებიც გააჩერეს, პოლიციაც და სასტუმროს ადმინისტრაციაც. ცხადია, იმაზეც იზრუნეს, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა და ეს ამბავი ამერიკულ მედიას არ გაეგო. თუმცაღა, ამერიკის პოლიტიკური ბომონდის არაერთმა წარმომადგენელმა გაიგო სააკაშვილისა და მისი დელეგაციის წევრების ამ აყალმაყალის შესახებ. მერე ამ დედააფეთქებულ სააკაშვილს უკვირს, გიჟსა და არანორმალურს რატომ მეძახიანო? ხარ, შვილო, ტინგიცი და დასაბმელი გიჟი და აბა, რა დაგიძახონ?



მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მართლა სერიოზულ საერთაშორისო სკანდალს გადაურჩა, ის ამერიკელი ქალები იმ ღამით არსად არ გაუშვა, მთელმა დელეგაციამ აშლილი ნერვები დაიცხრო და დილით გაუშვეს. ამერიკელი ბოზების მომსახურების საფასური კი ისევ ქართველმა ბიზნესმენებმა გადაიხადეს. ისე, მიშა სააკაშვილი რომ გეყოლება პრეზიდენტად, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე უნდა დაფრინავდე და მის უმსგავსო ახირებებში გადაყრილი თუნდაც მილიონები რა სახსენებელია? ვაი, ჩვენს პატრონს, ხალხო! ეს რა მამალ გიჟს ვუძლებდით 9 წელიწადი?!



არა, ქართველ ერს გადაშენება მართლა არ უწერია! ერი, რომელმაც მიშა სააკაშვილსა და 'ნაცმოძრაობას' 9 წელი გაუძლო, ნამდვილად უკვდავია!!! ამას ლაპარაკიც აღარ უნდა. ეს უდავო ჭეშმარიტებაა!



მიშასა და მის ბიჭებს კიდევ არაერთი საერთაშორისო კონცერტი გაუმართავთ სხვადასხვა ქვეყნებში, რასაც ეგენი 'გასტროლებზე' დაეთრეოდნენ, მეტი რა საქმე ჰქონდათ? კიდევ შეიძლება მათი გიჟმაჟი თავგადასავლების მოყოლა, მაგრამ მკითხველის ნერვებს ხომ უნდა მოვუფრთხილდე? პრეზიდენტის ამდენი უმსგავსობა ერთად რომ მივაყარე, ჯერ ის მოინელოს და დანარჩენის შესახებ სხვა დროს მოგითხრობთ.



მიშასა და 'ნაცმოძრაობის' ფანებს, ცხადია, არ ესიამოვნებათ თავიანთი სალოცავი პრეზიდენტის თემშარაზე ხელახლა გამოჭენება. თავს დაიმშვიდებენ, - აბა, ჩვენი მაღალი და მწყაზარი ამას როგორ იკადრებდაო? ამ ხალხს ერთ ამბავს შევახსენებ.



'ნაცმაცუნებო', 2010 წლის 24 ნოემბერს, ლისაბონში გამართული ნატო-ს სამიტი გახსოვთ? მაგას რა დაგავიწყებთ და ისიც გაიხსენეთ, რა მოხდა ამ სამიტის შემდეგ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა, ლისაბონის სასტუმრო 'ტიარაში' 70 მეძავი აიყვანეს, სასტუმროს ადმინისტრაციას კი ეს ბოზები საკუთარ ცოლებად წარუდგინეს. გაგიჟდნენ 'ტიარას' თანამშრომლები, - რა უბედურებაა, ყველა ქართველს პორტუგალიელი ცოლი როგორ ჰყავს, თანაც, ყველა ლისაბონელიო. ეს ამბავი მალე გასკდა. პორტუგალიურმა გაზეთმა 'ჩორეირო და მანპამ' ამ კოლექტიური სექსსკანდალის დეტალები მთელ ქვეყანას მოსდო.



ამ გაზეთს 250 000 აქვს ტირაჟი და ცხადია, ყველა საგაზეთო მასალა მის საიტზეც იდება. ამ საქმის ჩაფარცხვა ვეღარ მოახერხეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. გაზეთამდე მას შემდეგ მივიდა ეს ინფორმაცია, რაც სასტუმროში ქართული დელეგაციის წევრებმა, თითქმის შიშვლებმა დაუწყეს დევნა პორტუგალიელ მეძავებს და მათი გაჟიმვა ლამის ფოიეშივე მოინდომეს. ქართველთა ხმაურით შეწუხდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც თავის დელეგაციასთან ერთად მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ერთი სართულით მაღლა, ვიდრე ქართველები, და ლისაბონის პოლიციას სწორედ ფრანგებმა დაურეკეს. სხვათა შორის, იმავე სასტუმროში, ნატო-ს წევრი კიდევ ორი ქვეყნის პრეზიდენტი და მათი დელეგაცია ცხოვრობდა, მაგრამ ქართველთა ჩაშვება მაინც სააკაშვილის ძმაკაცს, სარკოზის დაჰბრალდა.



არ იფიქროთ, რომ დელეგაციაში ვიღაც ბიჭბუჭები იყვნენ და იმათ ატეხეს ასეთი ალიაქოთ. არა, 'ნაცმოძრაობის' ყველა საჩინო სახე იქ იყო, სერიოზულ ხალხად მიჩნეული - საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრები - თემურ იაკობაშვილი, ბაჩო ახალაია, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, 'ნაციონალების' ხანუმა, პავლე კუბლაშვილი, დეპუტატები - გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, დავით დარჩიაშვილი, შოთა მალაშხია, გივი თარგამაძე, კობა ნაყოფია... სხვებზე არას ვიტყვი, მაგრამ კაცს რომ ნინო ანანიაშვილი გეყოლება ცოლად და თვალი მაინც ვიღაც პორტუგალიელი მეძავისკენ გაგექცევა, იმას რაღაზე უნდა ელაპარაკო?



'ლისაბონური გრიალი' კი ამოშხამდათ მიშასა და მისი გარემოცვის უტვინო წევრებს, მაგრამ პორტუგალიელ მეძავებს ფული მაინც გადაუხადეს, საათში 200 ევრო. ახლა, პატივცემულო მკითხველო, ეს 200 ევრო გადაამრავლე მინიმუმ ორზე (2 საათზე), მერე სამოცდაათზე და ნახავთ, რამხელა ზარალი მიაყენეს ბიუჯეტს მიშამ და მისმა ავხორცმა თანამეინახეებმა. ისე, რაღა თქვენ გაგსარჯოთ, აგერ, დავიანგარიშე და 28 000 ევროს ზარალი მიუყენებიათ ჩვენს დამაქცევრებს ბიუჯეტისთვის.



ბიუჯეტისთვის იმიტომ, რომ ეს და კიდევ სხვა ხარჯები, მაშინ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადაიხადა მიშამ და არ იმ ანგარიშიდან, მიშას ხოშის გასასწორებლად ბანკში ქართველი ბიზნესმენები რომ ავსებდნენ.



ახლა კი დადგა დრო, იმ ბიზნესმენთა ერთი ნაწილი გაგაცნოთ, ვინც 'პრეზიდენტის სირის გადასახადს' სისტემატურად იხდიდნენ. ვიმეორებ, ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, არც იცოდა, ბანკის საიდუმლო ანგარიშზე რატომ არიცხვინებდნენ ფულს, შესაძლოა, ეს მორიგი ხარკის გადახდა ეგონათ, მაგრამ, რეალურად, მიშას ყველა უზნეობას სწორედ ეს ხალხი აფინანსებდა.



სპეცანგარიშზე თანხებს სისტემატურად რიცხავდნენ კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი, 'ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' ყოფილი გენერალური დირექტორი, იური ლესი, გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი (მის სახელზეა გადაფორმებული გიგი უგულავასა და სხვა 'ნაციონალების' ბიზნესი), 2008 წელს, 'ლეიბორისტული პარტიის' სიით პარლამენტში მოხვედრილი რამაზ თედორაძე. სხვათა შორის, თედორაძე ახალციხელია და ის დღემდე აკონტროლებს ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის ბიზნესის ნაწილს სამცხე-ჯავახეთში, აქვეა 'სილქ როუდ გრუპის' თანადამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, იგივე 'ზარალა', ყოფილი პარლამენტარი, 'თეგეტა მოტორსის' თანადამფუძნებელი და კურორტ საირმის მფლობელი თემურ კოხოძე, თერჯოლის დაარსებიდან დღემდე ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი ბეჟან ბუცხრიკიძე, 2008-2012 წლებში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი 'ნაცმოძრაობიდან' აზერ სულეიმანოვი და ლადო გურგენიძე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ხალხისა, ვისაც იმ საჩოთირო ანგარიშზე შეჰქონდა თანხები მიშას საგრიალოდ. 'ქრონიკა' შეეცდება, სხვა 'შემომწირველთა' ვინაობაც გაიგოს...



გაზეთი „კვირის ქრონიკა", ხათუნა ელბაქიძე




 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016