reportiori.ge - ვეტერანი სპორტსმენები: ახალგაზრდებისთვის ჩვენი გამარჯვება დიდი სტიმულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:46
სპორტი
ვეტერანი სპორტსმენები: ახალგაზრდებისთვის ჩვენი გამარჯვება დიდი სტიმულია
15 ოქტომბერი, 2013. 12:50

ვეტერანი ქართველი მოჭიდავეები, 1-6 ოქტომბერს სარაევოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი, ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენით გავიდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. გამარჯვებულემა სპორტსმენებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს და მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაეხმარათ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიეღოთ.


„წელს ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ცოტაოდენი წვლილი შეიტანა ჩვენ დაფინანსებაში. საქართველოსთვის ერთი პატარა დახმარება ჩვენთვის დიდი საქმეა. ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის ჩვენი გამარჯვება დიდი სტიმულია. დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენ ასე დაგვაფასა.  მადლობა „რეპორტიორის" ჩვენი დაპატიჟებისთვის და დაფასებისთვის.

შემდეგშიც არ მოვაკლებთ ოქროს მედლებს საქართველოს.  კარგი იქნება, სახლემწიფომ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ ვეტერანი სპორტსმენების მიმართ. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ სპორტსმენებმა სახელი გაუთქვან  და წარმატება მოუტანონ."- განცხადეს ვეტერნამა სპორტსმენებმა.


შეაგხსენებთ, ბერძნულ-რომაულში, ტურნირში სულ 33 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. საქართველოს ანგარიშზე კი ორი ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა. მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ ცისკარიძე (97 კგ) და თამაზ გოგელია (130 კგ) გახდნენ. ორივე წონით კატეგორიაში 5-5 მონაწილე შეიკრიბა, ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და ქართველებმა ოქროს მედლები ასპროცენტიანი მაჩვენებლით მოიპოვეს. ცისკარიძემ საჩემპიონო გზაზე პოლონელი რაფალ კოჟოვსკი (6:0), ნორვეგიელი თომას ლარსენი (სუფთად), რუსი სერგეი უსტიმოვი (7:0) და ამერიკელი ოქტავიუს ბელამი (7:0) ჩამოიცილა. გოგელიამ კი მონღოლ ბაიანმუნხ შურას (9:2), თურქ აჰმეთ დერეს (7:0), რუს სერგეი ფონარევს (4:0) და უნგრელ გიულა პაპს (6:0) სძლია.

მძიმე წონაში, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფში ესტატე გოგლიჩიძემ ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც რუს ალექსანდრ კრასანოვთან დამარცხდა, მაგრამ ამ მოჭიდავეების გარდა, სატურნირო ბადეში არავინ იყო და ოქრო-ვერცხლიც მათ დარჩათ.

ლევან მეხეშიძესაც (69 კგ) ერთი ბრძოლის ჩატარება ეყო კვარცხლბეკზე ასასვლელად - ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ილგიზ შაიდულინთან წააგო (1:2) და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 30 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. ქართული გუნდიდან მსოფლიოს პირველობა წაუგებლად აკაკი კუნჭულიამ (63 კგ) ჩაამთავრა. ოქროს გზაზე მან ამერიკელი რაიან ვორი (8:0), ბელარუსი ვადიმ ტოზიკი (7:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ბინგერ ჯანკეზოვი (8:1) დაამარცხა. ამავე წონაში ვარაზ ვარაზაშვილმა პირველსავე წრეში წააგო თურქ ნაზიფ ბარუჩუსთან (0:8). 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016