reportiori.ge - ქართველი და რუსი ექსპერტები სოფელ დიცში არსებულ ვითარებას გაეცნობიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:54
კონფლიქტები
ქართველი და რუსი ექსპერტები სოფელ დიცში არსებულ ვითარებას გაეცნობიან
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 11:51

დღეს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის" ფარგლებში „კავკასიურ სახლში“ მორიგი შეხვედრა გაიხსნა, რომელიც ერთ კვირას გასტანს. ღონისძიებაში კარნეგისა და მოსკოვის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის 10-მდე ექსპერტი იღებეს მონაწილეობას. შეხვედრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების მოწესრიგების ფონდის მიერაა დაფინანსებული. „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელის გიორგი კანაშვილის განაცხადებით, ქართველი და რუსი ექსპერტები ადგილზე გაეცნობიან სოფელ დიცში არსებულ ვითარებას და შეეცდებიან ხელისუფლებას თავისი რეკომენდაციები მიაწოდონ. ერთი კვირის ფარგლებში ქართველი და რუსი ექსპერტები შეხვდებიან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, პარლამენტარ გია ჟორჟროლიანს, ექსპერტ გია ნოდიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას, ექსპერტებს - ლოურენს შიტსს, სერგი კაპანაძეს, ზურაბ აბაშიძეს, აგრეთვე კავკასიის რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელს ივლიანე ხაინდრავას. შეგახსენებთ, „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ მეცხრედ ტარდება.

 

 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016