reportiori.ge - სექტემბრიდან შესაძლოა გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:29
კონფლიქტები
სექტემბრიდან შესაძლოა გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 18:26


შესაძლოა სექტემბრიდან  გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს, ამასთან აიკრძალება ქართული სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების გადაადგილება საოკუპაციო ზოლზე. ინფორმაცია მარიონეტული რეჟიმის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა.


გავრცელებული ინფორმაციით ახალი რეგულაციები რაულ ხაჯიმბას გუნდის წევრებმა შეიმუშავეს.


გალის რაიონის მოსახლეობაში უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფურცლები სადაც წერია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში რუსულ და აფხაზურ ენებზე იქნება სწავლება. ასევე გალის რაიონში დაიწყო მოსკოვში დაბეჭდილი ისტორიის წიგნების დარიგება. წიგნში ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრობის დროინდელი მოვლენები გაყალბებულია.


ქართული სკოლების თანამშრომლებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ისტორიის სასწავლო წიგნით სწავლება სკოლებში შეწყდეს.


ახალ რეგულაციებს გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ.





წყარო:  „რუსთავი 2"


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016