reportiori.ge - პაატა ნაცვლიშვილის წიგნის „ხელოვნური ყვავილები“ პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:52
"რეპორტიორის" თვალით...
პაატა ნაცვლიშვილის წიგნის „ხელოვნური ყვავილები“ პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი:
30 მაისი, 2015. 20:33

 

 

 

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პოეტ პაატა ნაცვლიშვილის წიგნის „ხელოვნური ყვავილები" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გამოფენების ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა.


ქართულ-ფრანგული წიგნის „ხელოვნური ყვავილები", რეპრინტი გამომცემლობა „უსტარმა" გამოუშვა.


წიგნი გასულ წელს პარიზში გამოიცა და სოლენზარის კულტურის ინსტიტუტმა პაატა ნაცვლიშვილს „ხელოვნური ყვავილებისთვის" საერთაშორისო გრანპრი პოეზიაში მიანიჭა.


პოეტი პაატა ნაცვლიშვილი 20-ზე მეტი წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა მონოგრაფიები, ჟურნალისტური კრებულები, გამოკვლევები, ფოტოალბომები და ლექსების კრებულები.


პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. ის უძღვება სასწავლო კურსებს: ბეჭდვითი მედია, ჟურნალისტიკის ფორმები და ჟანრები, ჟურნალისტის ოსტატობა, ჟურნალის გამოშვება, ონლაინჟურნალისტიკა, ბლოგინგი, ინტერვიუ. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში.


ჟურნალისტიკის გარდა მოღვაწეობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016