reportiori.ge - „კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - კოლუმბიის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:49
სპორტი
„კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - კოლუმბიის ნაკრები
03 ივნისი, 2015. 18:49



ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელსაც დაძაბულ ორთაბრძოლებს, ტექნიკური და ლაღი ფეხბურთისა და ლათინოამერიკული ტემპერამენტის დემონსტრირებას გვპირდება. ტურნირზე 12 გუნდი იღებს მონაწილეობას და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. „კოპა ამერიკა 2015"-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს. შევეცდებით, საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.


ჩვენი დღევანდელი სტუმარი C ჯგუფში განთესილი კოლუმბიის ნაკრებია, რომელსაც შემდგომ ეტაპზე გასაღწევად ბრაზილიის, ვენესუელასა და პერუს ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.


კოლუმბიამ ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ - 2001 წელს უმასპინძლა „კოპა ამერიკას". ნაკრებმა სწორედ საკუთარ კედლებში მოიპოვა აღნიშნულ ტურნირში პირველი და ამ დროისათვის, ერთადერთი გამარჯვება. კოლუმბიელებმს მეორე ადგილიც ერთხელ აქვთ დაკავებული (1975 წელს), ხოლო მესამე ადგილი - 3-ჯერ (1987, 1993 და 1995 წლებში).


კოლუმბიის ეროვნულ გუნდს 2012 წლის იანვრიდან 65 წლის ხოსე ნესტორ პეკერმანი თავკაცობს. მისი დაქვემდებარების ქვეშ კოლუმბიელებმა 32 მატჩი ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ 2004-2006 წლებში იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა


გასულ კვირას, პეკერმანმა „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა:


მეკარეები: დავიდ ოსპინა („არსენალი", ინგლისი), კამილო ვარგასი („ატლეტიკო ნასიონალი"), კრისტიან ბონილია („ეკიდადი");


მცველები: კამილო სუნიგა („ნაპოლი", იტალია), პედრო ფრანკო („ბეშიქთაში", თურქეთი), სანტიაგო არიასი („პსვ", ჰოლანდია), კარლოს ვალდესი („ნასიონალი", ურუგვაი), კრისტიან საპატა („მილანი", იტალია), ჯეისონ მურილიო („გრანადა", ესპანეთი), პაბლო არმერო („ფლამენგო", ბრაზილია), დარვინ ანდრადე („სტანდარდი", ბელგია);


ნახევარმცველები: ედვინ კარდონა, ალეხანდრო მეხია (ორივე - „მონტერეი", მექსიკა), კარლოს სანჩესი („ასტონ ვილა", ინგლისი), ედვინ ვალენსია („სანტოსი", ბრაზილია), ხამეს როდრიგესი („რეალი", ესპანეთი), ხუან კუადრადო („ჩელსი", ინგლისი), ვიქტორ იბარბო („რომა", იტალია);


თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო („მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), კარლოს ბაკა („სევილია", ესპანეთი), ჯექსონ მარტინესი („პორტუ", პორტუგალია), თეოფილო გუტიერესი („რივერ პლეიტი", არგენტინა)ლუის მურიელი („სამპდორია", იტალია).


კოლულუმბიელებს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ საიმისოდ, რომ „კოპა ამერიკის" ჩემპიონობაზე პრეტენზია გამოთქვან. გუნდში რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს. მათგან ყველაზე მეტად ხამეს როდრიგესის, კუადრადოსა და რადამელ ფალკაოს გამორჩევა შეიძლება. ამ უკანასკნელს ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატი გაუცდა, მიმდინარე სეზონში კი ნამდვილი ჩავარდნა ჰქონდა. კოლუმბიელები იმედს იქონიებენ, რომ ფორვარდი „კოპა ამერიკაზე" ჩვეულ მწვერვალს დაუბრუნდება.


კოლუმბიის ნაკრები სავარაუდოდ, „კოპა ამერიკა 2015"-ზეც 4-2-2 ფორმაციით იასპარეზებს და ნებისმიერ მეტოქეს შემტევ ფეხბურთს დაუპირისპირებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პეკერმანის გუნდი საკუთარი კარის დაცვას ივიწყებს. კოლუმბიის ნაკრების უკანა ხაზში საკმაოდ გამოცდილი და მაღალი კლასის მცველები თამაშობენ.


გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი კოლუმბიის ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის:







კოლუმბიის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):

 

14 ივნისი. 23:00   კოლუმბია : ვენესუელა

 

18 ივნისი. 04:00   ბრაზილია : კოლუმბია

 

21 ივნისი. 23:00   კოლუმბია : პერუ

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016