reportiori.ge - ირაკლი კორძაია: იმედი მაქვს, ჩემი განცხადებების საფუძველზე სამართლებრივი მსვლელობა დაიწყება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:51
საზოგადოება
ირაკლი კორძაია: იმედი მაქვს, ჩემი განცხადებების საფუძველზე სამართლებრივი მსვლელობა დაიწყება!
06 ივნისი, 2015. 00:09




ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საქართველოში დაბრუნდა. როგორც კორძაიამ გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა, მას რიგაშიც და ბერლინშიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სანდო პიროვნება დაუკავშირდა და უსაფრთხოების გარანტიები მისცა.


კორძაია ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ აღნიშნავს, რომ პროკურატურა სრულ გულგრილობას ამჟღავნებს.

 

„რიგაშიც და ბერლინშიც დამიკავშირდა პირი, რომელმაც უსაფრთხოების გარანტიები მომცა და გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება. თუმცა იქ ყოფნისას უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი დარჩენა.

 

ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი იმ მოვლენებს, რომელიც ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ვითარდებოდა. ეს იყო აბსოლუტური უმოქმედობა პროკურატურის მხრიდან. უკვე სამ თვეზე მეტია გასული ბესოს მკვლელობიდან და ეს საქმე იმდენად მიჩუმათებულია, თითქოს არაფერი მომხდარა. არაფერს ვამბობ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე.

 

თუ დაიწყება სამართლებრივი მსვლელობა ჩემი განცხადებების საფუძველზე, ეს იქნება ძალიან კარგი. ამის იმედი ჯერ-ჯერობით მაქვს, თუ არა და საქართველოს დატოვება გვიანი არასდროს არის. მაგრამ ადამიანს ამის სურვილი არ უნდა ჰქონდეს, რომ დატოვოს საკუთარი ქვეყანა რამდენად რთული სიტუაციაც არ უნდა იყოს."- განაცხადა ირაკლი კორძაიამ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016