reportiori.ge - ვახო სანაია: გიორგი სანაიას საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:54
საზოგადოება
ვახო სანაია: გიორგი სანაიას საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია!
08 ივნისი, 2015. 00:12




ჟურნალისტი ვახო სანაია მისი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობის გამოძიება მთლიანად გაყალბებულია.


ამის შესახებ ვახო სანაიამ გადაცემაში „იმედის კვირა" განაცხადა.

გიორგი სანაიას მკვლელობის გამომძიებელი, სერგო ძაგნიძე 4 ივნისს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ვახო სანაიას განცხადებით, ძაგნიძე მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს და სხვადასხვა მედია საშუალებებში აღნიშნავს, რომ გამოძიება პროფესიონალურად წარიმართა.



„გიორგი სანაიას საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული. მე არ ვამბობ, რაღაც ეპიზოდებს, ეს არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული საქმე და ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში, დღეს არის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

 

ამ ადამიანმა რამდენიმე თვის წინ მისცა ინტერვიუ პრესას, სადაც რაიმე გულისტკივილს კი არ გამოხატავს ამ სამქესთან დაკავშირებით, პირიქით, ის ამბობოს, რომ საქმე ისე გამოიძია, რომ ეს მსოფლიოს მასშტაბით კრიმინალისიტიკის სახელმძღვანელოებშია შესატანი.

 

ამ საქმის გასახსნელად მხოლოდ სამართლებრივი გზით ვიბრძოლებ. მინდა ვთქვა, რომ მოხდა ძალიან ცუდი რაღაც ამ წლების განმავლობაში. პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. შევარდნაძის პერიოდში ამ საქმის გახსნა წარმოუდგენელი იყო. ამ მხრივ არც მომდევნო წლებში გაკეთებულა რამე."- განაცხადა ვახო სანაიამ.


 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016