reportiori.ge - დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ მადლიერი უნდა იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:36
საზოგადოება
დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ მადლიერი უნდა იყო!
08 ივნისი, 2015. 02:12



პოეტი დავით მაღრაძე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის, „არსენალის მთა ღამით" შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, მხოლოდ მადლობას იმსახურებს. დავით მაღრაძეს უკვირს იმ ხალხის, რომლებმაც ნიკო ფიროსმანის შესახებ უამრავი მოსაზრება გამოთქვეს...


დავით მაღრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახატის აუქციონზე მილიონ-ნახევრად შეძენა და შემდგომ, ამ შედევრის ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემა მართლაც შთამბეჭდავი სიკეთის ტოლფასია და მადლიერების გარდა სხვა რამეზე საუბრი უკვე უადგილოა.



„არსებობს მოვლენები, რომელსაც ჩემი აზრით მეორე და მესამე მხარე არ აქვს ხოლმე და საზოგადების მრავალმხრივ განსაჯას არ ექვემდებარება. როდესაც ადამიანი კერძო კოლექციიდან შეიძენს ასეთ უძვირფასეს ნამუშევარს, რასაც ჰქვია ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" და გადასეცემს მუზეუმს, აქ სხვაგვარი შეფასებები აღარ არსებობს, ეს არის მადლიერების განცდა რაც ჯანსაღი სულიერების ადამანს გაუჩნდება.

 

ზოგადად მიკვირს ასეთი მასიური აჟიტირება ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებით. ეს მხატვარი ხატავდა მთელი თბილისის თვალწინ. თბილისში მთელი დუქნები მისი მოხატული იყო. ფიროსმანმაც თვითონ ისე იცხოვრა, რომ მან თავის ბედი თვითონ განსაზღვრა. მასიური განსჯის საგანი არ გახადა მისი ბიოგრაფია.

მგონია, რომ მაშინდელ თბილისში უფრო კულტურული გარემო იდგა..."- განაცხადა დავით მაღრაძემ.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016