reportiori.ge - ბექა მიქაუტაძე: მეწყერსაშიშ ზონებში 6 საყრდენი კედლის აშენება და ექვს მისამართზე სანიაღვრე სისტემის გამოცვლა იგეგმება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:58
საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე: მეწყერსაშიშ ზონებში 6 საყრდენი კედლის აშენება და ექვს მისამართზე სანიაღვრე სისტემის გამოცვლა იგეგმება...
15 ივნისი, 2015. 22:21




საბურთალოს რაიონის გამგეობამ 2014 წლის დასაწყისში მეწყერსაშიში ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე საყრდენი კედლები ააშენა. საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, რომ არა თავის დროზე საყრდენი კედლების დამონტაჟება, შესაძლოა სტიქიის შედეგები უფრო მძიმე ყოფილიყო.


 

„რეპორტიორთან" საუბარში საბურთალოს გამგებელი სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტიქიის შედეგებზე მუშაობის პარალელურად, გამგეობა დაგეგმილი ღონისძიებების სისრულეში მოყვანას აგრძელებს და ამასთან ერთად, მეწყერსაშიშ ზონებში რამდენიმე საყრდენი კედლის დამატება იგეგმება.



დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩაზე საყრდენი კელდების აშენება  იყო პრევენცია რომელმაც გადაგვარჩინა და ეს უბანი არ წაიყო წყალმა.  ამის საშიშროება იქნებოდა, იმიტომ რომ მთა ისედაც მოძრაობდა და გამაგრებას ითხოვდა. ჩვენ პირველი კედელი 2014 წელს, ხოლო დანარჩენი  7 კედელი შემდგომ პერიოდში გავაკეთეთ.

 

დიდი სტიქია გვექნებოდა იყალთოს მთაზეც პრევენციულად რომ არ დაგვეყენებინა რამდენიმე კედელი, მინიმუმ 5-6 სახლი დაინგრეოდა და ეს ნანგრევები ქვეშ რას მოიყოლებდა არ ვიცით, ამას გადავრჩით. ახლაც ფორსმაჟორულ მდგომარეობაში ვართ, კიდევ 6 კედლის დამატებას ვაპირებთ და მერიისგან ეს პროექტი აუცილებლად დაფინანსებდა. დავიწყებთ ამ ტერიტორიის  გამაგრებებს, რომ სტიქიამ შემდგომში ზიანი არ მოგავაყენოს. პრევენციის მიზნით ვაპირებთ 6 მისამართზე სანიაღვრე არხების გაკეთებას. საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. საბურთალოს გამგეობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.  მინდა აღვნიშნო რომ ყველა სამინისტრო გვერდში გვიდგას, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი ყოველ წუთს  ხაზზეა და გვეხმარება ყველაფრით რაც შეუძილია. მთელი მთავრობა ჩართულია ამ საქმეში და ყველა გაერთიანებული ვართ რომ სტიქიის შედეგები ძალიან მალე დავამარცხოთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს,  უნდა მოვუსმინოთ პროფესიონალების და ექსპერტების რეკომენდაციებს."- აცხადებს  ბექა მიქაუტაძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016