reportiori.ge - დათო ოქიტაშვილი: პირადად მე ვიზრუნებ იმაზე, რომ „placebo“-ს კონცერტი ჩაიშალოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:44
საზოგადოება
დათო ოქიტაშვილი: პირადად მე ვიზრუნებ იმაზე, რომ „placebo“-ს კონცერტი ჩაიშალოს!
16 ივნისი, 2015. 01:15


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი ჯგუფ „placebo"-ს  ბასისტის, შტეფან ოლსდალის განცხადებას შეურაცხყოფად აღიქვამს და „რეპორტორთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ, რომელმაც სტიქიის გამო ამხელა დანაკარგი განიცადა, თავად ფესტივალსა და ამ ჯგუფსაც ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.



დათო ოქიტაშვილი გეგმავს ჯგუფს აეროპორტში დახვდეს და მათი ვიზიტი გააპროტესტოს.


„როდესაც ასეთი გაჭირვების ჟამს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთ განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ის საქართველოში კი არ უნდა ჩამოვიდეს, საერთოდ სურვილიც არ უნდა ჰქონდეს აქ ჩამოსვლის. როდესაც ადამიანი დასცინის ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ერს, ეს არის იმ დაღუპული ადამიანების დაცინვა, რომლებიც სტიქიას შეეწირნენ.

 

ხმაც რომ არ ამოღოს არავინ, პირველ რიგში მე ჩავშლი ამ კონცერტს. მე, საქართველოს კულტურის პალატა, სადაც არის გაწევრიანებული 54 000 ადამიანი, მოვუწოდებ მათ რომ გამოვიდნენ და აეროპორტიდანვე გავაბრუნებთ უკან.

 

როგორ ბედავს, რომ რომ საქართველოში ასეთი უბედურება მოხდა და ქართველ ერს სულში გვაფურთხებს. ვის რათ უნდა მათი სიმღერა, არავის არ სჭირდება. იმ ორგანიზატორის ტვინში ჩამახედა, ვისაც ეგ ჩამოჰყავს.

 

მისი ბოდიში მისაღები არ არის. მაპატიეთ, მაგრამ ვინმეს რომ დედას შეაგინებ და შემდეგ ბოდიშს მოუხდი, მიიღებენ ამ ბოდიშს? ვფიქრობ, რომ ამ ფესტივალს საქართველოს ახალგაზრდობამ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი.

 

ჩამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც დასცინიან ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს და პირველ რიგში მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს ფესტივალი ჩაიშალოს.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ ფესტივალს, აღნიშნული განცხადებს გამო უნდა მოსთხოვოს პასუხი და ბოიკოტი გამოუცხადონ. „ალტერვიჟენი" არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული ფესტივალი, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. მაინტერესებს, ამ განცხადების შემდეგ, როგორ ბედავენ კიდევ ამ ჯგუფის ჩამოყვანას?

 

საქართველოს ახალგაზრდობა არის ბრძენი და ამ ფესტივალს ბოიკოტს გამოუცხადებენ."- განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „placebo"-ს ბასისტმა, შტეფან ოლსდალმა სოციალურ ქსლში თბილისში, სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედის ამსახველი ფოტო გაავრცელა, სადაც ბეჰემოთი ქუჩებში სეირნობს და აღნიშნა, რომ სურდა ამ ცირკს მალე შეერთებოდა. საზოგადოებამ მისი განცხადება შეურაცხყოფად აღიქვა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016