reportiori.ge - ქეთი დოლიძე: 13 ივნისის ტრაგედიაც „ნაციონალების“ ახირებების შედეგია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:45
ინტერვიუ
ქეთი დოლიძე: 13 ივნისის ტრაგედიაც „ნაციონალების“ ახირებების შედეგია!
18 ივნისი, 2015. 20:10


 

 

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, ერთი კვირით, სოლიდარობის ნიშნად პრემიერები-სპექტაკლები შეაჩერა. აგრეთვე დაგეგმილია ორი სპექტაკლის ჩვენება, რომელიც დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას და მისგან დაზარალებულებს მიეძღვნება. ამ თემებზე  „რეპორტიორს" რეჟისორი ქეთი დოლიძე ესაუბრა.


- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს მომხდარი სტიქიის და ტრაგედიის გამო! კინომსახიობთა თეატრმა ერთი კვირით მოხსნა სპექტაკლები. არამარტო ჩვენ, ალბათ ყველა თეატრმა იგივე გააკეთა, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო.  დაგეგმილი გვაქვს, რომ ორი სპექტაკლი მივუძღვნათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. 


- სხვადასხვა ქვეყნებიდან თქვენი უცხოელი მეგობრები თბილისში მომხდარი სტიქიის გამო თანადგომას გიცხადებენ, არ წყდება ზარები თქვენს ტელეფონზე...


- ძალიან დიდი სიაა უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების, რომლებიც მხარდაჭერას გვიცხადებენ. ფესტივალს ჰყავს დიდი დირექტორატი. აბსოლუტურად ყველა დირექტორი გვიცხადებს მხარდაჭერასა და თანადგომას. გაოცებული ვარ, იმდენად დიდია ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა მომხდარი სტიქიის გამო, ეს იმხელა სიაა, ამის ჩამოთვლას ვერც დავასრულებ.


მართლაც არ წყდება ზარები, მიკავშირდებიან ჩემი უცხოელი მეგობრები ლონდონიდან, კიევიდან, მოსკოვიდან და მაქსიმალურ თანადგომას გვიცხადებენ. ჩემი ტელეფონი, ვებ-გვერდი არ გაჩერებულა! ქვეყანა არ დარჩა, საიდანაც თანაგრძნობა არ მიგვიღია!


- ქალბატონო ქეთი, სტიქიური უბედურების ამგვარ მძიმე შედეგებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებენ, საუბარია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის პროექტზე, თქვენ რამდენად ხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულს მომხდარში?

 

- „ნაციონალების" დანაშაულს ვხედავ რა თქმა უნდა, მაშინაც ვხედავდი, როდესაც ამას აკეთებდნენ. მე უამრავი ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი არქიტექტორი და ინჟინერი მყავს და ყველა ამბობდა, რომ ეს არის კატასტროფული მშენებლობა, თან ორჯერ უფრო სწრაფად გაკეთებული, ყოველგვარი გათვლების გარეშე. და თუ 1960 წელს მოვარდა ეს მდინარე, რა გარანტია იყო რომ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა... 


ძალიან მინდა, ეს რუსული სიტყვა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ცხრა წელიწადი ყველაფერი „პაკაზუხაზე" კეთდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული მეტიჩრობით შემოიფარგლებოდნენ. ძველი თბილისი, ქალაქი დაამახინჯეს. ქალაქში, სადაც 12 თვე მზე ანათებს, შეიძლება, ამდენი შუშის შენობა იყოს? აბა, შედით და ნახეთ იუსტიციის სამინისტროში, რა საშინელი მდგომარეობაა. მარტო ვერეს ხეობაა მათი შეცდომაა?


რაც დღეს ხდება, ყველაფერი „ნაციონალების" ახირებების შედეგია. როგორ ბედავენ და ხმას როგორ იღებენ ან პრეტენზიებს როგორ გამოთქვამენ? წავიდნენ. მაგრამ წასულებიც არ გვასვენებენ...

 

-13 ივნისსს მოხდარი ტრაგედიის დღიდანვე დავინახეთ ახალგაზრდების თანადგომა, როგორ დაუღალავად შრომობენ და გვერდში უდგანან დაზარალებულებს...


- ეს გმირობა არაა. მათ ერთ ღამეში იგრძნეს, რომ მოქალაქეები არიან, რომ ეს მათი ქვეყანაა, მათი ქალაქი, რომელიც უყვართ! მათ დაგვანახეს, რომ ჩვენი ქალაქის ღირსეული მოქალაქეები არიან.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016