reportiori.ge - ბექა ხოფერია „ნაციონალურ მოძრაობას“: ამ მძიმე ფონზე, ცოტა ხნით მაინც დაანებეთ პოლიტიკას თავი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:44
საზოგადოება
ბექა ხოფერია „ნაციონალურ მოძრაობას“: ამ მძიმე ფონზე, ცოტა ხნით მაინც დაანებეთ პოლიტიკას თავი...
19 ივნისი, 2015. 03:47



ბექა ხოფერია, მისი წამოწყების წინააღმდეგ აგორებული აგრესიის ტალღას ეხმიანება და „რეპორტიორთან" საუბარში განმარტავს, რომ საქველმოქმედო აქცია #saveTbilisi,  რომელიც მან მეგობართან ერთად წამოიწყო მთლიანად მიმართულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად და ამ კონკრეტულ ვითარებაში პოლიტიკის ჩარევა, რბილად რომ ვთქვათ,  უმეცრებაა.



შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოსკოვში მყოფმა ბექა ხოფერიამ სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ანგარიში გახსნა და საქველმოქმედო ღონისძიება #SAVETBILSI წამოიწყო. მის ინიციატივას მოსკოვში მოღვაწე ქართველი ცნობადი სახეებიც შეუერთდნენ.


საქართველოში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ღონისძებას არასწორი შეფასება მისცა.


მათთვის, ვინც მიიჩნია, რომ ამ ღონისძიებით საქართველო რუსეთისგან მოწაყელბას ითხოვს, განმართავს:

 

 

„როდესაც ტრაგედია მოხდა, გადავწყივიტეთ, რომ საქართველოში გამოვფრენილიყავით რათა ჩვენი თანამოალაქეების გვერდით დავმდგარიყავით, რომლებიც ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ.

 

შემდეგ ბევრი ვიფიქრეთ, რადგან მგზავრობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, გდავწყვიტეთ, რომ, გაგვეხსნა ანგარიში სადაც მე და ჩემმა მეგობარმა, ლევან ყურაშვილმა ჩვენი მგზავრობის თანხა ჩავრიცხეთ, რადგან ეს თანხა უფრო წაადგებოდა დაზარალებულებს, ვიდრე ჩვენი საქართველოში ჩამოსვლა.  ვერ ვხედავდით ფონდებს, რომლებიც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მისცემდა საშუალებას, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდნენ.

 

შევქმენით  საქველმოქმედო ფონდი #SAVETBILISI.

 

ყველას მოგეხსნებათ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული საშუალება არის ინსტაგრამი, ხოლო საქართველოში ფეისბუქი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა გვერდი, სადაც იქნებოდა ინფრომაცია ჩვენი რეკვიზიტების შესახებ. მოვიფიქრეთ ლოზუნგი, და დავიწყეთ გაპიარება.

 

მოგვიანებით დავბეჭდეთ ფოტოები აღნუშნული ლოზუნგით, რათა რუსეთში მოღვაწე ცნობად  ქართველებს  გადაეღოთ ამ ფოტოთი სურათები და გამოექვეყნებინათ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე. რათა უფრო მეტ ადამიანს გაეგო ჩვენს შესახებ.

 

ჩვენს ინიციატივას ძალიან დიდი გამოხამურება და აქტიურობა მოჰყვა. დაიწყო ხალხმა აგნარიშზე თანხის ჩარიცხა და დიდი მადლობა ყველას, ვინც კეთილი ნება გამოავლინა. ორგანიზაცია დაახლოებით 48 საათია რაც შეიქმნა და უკვე მოგროვილია დაახლოებით 1000 დოლარამდე...

 

რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოხამურებას ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში მინდა გითრხათ,  რომ ამტრაგედიის ფონზე პოლიტიკას საერთოდ ვერ ვხედავ და გული მტკივა, რომ როდესაც კეთილი საქმე კეთდება „ნაციონალური მოძრაობის"  წევრები  ანტიპიარით არიან დაკავებულნი. ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც ყველა მათგანი  ქართველი ერის გვერდით უნდა იდგეს. 

 

რაც შეეხება მათ გამოხმაურებას, გიორგი გაბედავას, თემურ თათარაშვილისა და რუსეთში მცხოვრებ  ცნობად  ქართველებთან დაკავშირებით, ისინიც ისეთივე ქართველები არიან, როგორიც ყველა ჩვენთაგანი. თავიანთი ინიციატივით დაგვიკავშირდნენ და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველს, მათაც უარს არ ვეტყოდით დახმარებისთვის.

 

სხვათაშორის, მიშა მესხი, ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე და ძალიან ჩვენი მეგობარი, ამჟამად თბილისში იმყოფებიან. მათ აგრესია არ გასჩენიათ ჩვენი წამოწყების მიმართ და ჩვენს აქციაში სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა. მათ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას თბილისდან დაუჭირეს მხარი.  დიდი მადლობა მათ.

 

მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ამ მძიმე ფონზე პოლიტიკას ცოტა ხნით მაინც დაანებონ თავი.

 

მე ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ვარ ქართველი და ამაყი ვარ ყველა ქართველი ემიგრანტით, ვინც კონკრეტულად მოსკოვში ცხოვრობს. სამწუხაროდ თბილისში ვერ ვარ, გული მტკივა, რომ იმ ერთსულოვენაბში ვერ ვიღებ მონაწილეობას, რაც ამ დღეებში ხდება, მაგრამ აქაც არანაკლები ერთსულოვნება ვნახე.

 

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გვერდში დაუდგა."- განმარტა ბექა ხოფერიამ „რეპორტიორთან" საუბარში.

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016