reportiori.ge - თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „გაბალას“ შეერკინება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:50
სპორტი
თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „გაბალას“ შეერკინება
22 ივნისი, 2015. 16:13


რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულა „უეფა"-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.


2014/2015 წლების სეზონში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამეადგილოსანი და დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის „დინამო" აზერბაიჯანულ „გაბალას" დაუპირისპირდება.


„გაბალამ" აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში 54 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან ბაქოს „ინტერს" 9 ქულით ჩამორჩა. თბილისელთა შესაძლო მეტოქეთა შორის აზერბაიჯანული კლუბი ყველაზე ძლიერი გახლავთ, თუმცა, თუ გია გეგუჩაძის შეგირდებს ევროსარბიელზე რაიმეს მიღწევა სურთ, ასეთი დონის მეტოქეებს უპრობლემოდ უნდა გასცდნენ.


„გაბალა" საკმაოდ ახალგაზრდა კლუბია. იგი 2005 წელს დაარსდა და მისი ისტორია მხოლოდ და მხოლოდ 10 წელს ითვლის. მიუხედავად ამისა, იგი საკმაოდ მებრძოლ გუნდს წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ პროგრესირებს და უკვე მეორე წელია აზერბაიჯანის პირველობაზე მესამე ადგილს იკავებს.


ევროპა ლიგის გასულ საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაბალა" „შიროკი ბრიეგს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა.


პირველ მატჩს თბილისელები „დინამო არენაზე" უმასპინძლებენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016