reportiori.ge - არაპროფესიონალიზმის გამო კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:45
სპორტი
არაპროფესიონალიზმის გამო კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა
22 ივნისი, 2015. 17:34


ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის პირველ წრეში პოლონეთთან და გერმანიასთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო, დისკვალიფიკაციის მიზეზით, კახა ცხადაძემ ჯაბა კანკავა ვარშავაში გასამართი მატჩისთვის არ გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში 0:4 დავმარცხდით, თუმცა უკანასკნელ 5 წუთამდე ქართველები მეტოქეს უშეღავათო ბრძოლას უწევდნენ და გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა.


სასიამოვნოა ტექნიკური ინდივიდუალუსტების თამაშის ყურება, მაგრამ ჩვენ, როგორც თემურ ქეცბაიას იტყოდა, არც „მესები" გვყავს და ვინცაა, მათი ფიზმომზადებაც არ არის სასურველ კონდიციებში. კარგია გრაციოზული და ლაღი თამაშის ყურება, მაგრამ შედეგი საბოლოოდ ტაბლოზე აისახება, რაც შემდგომ ნაკრების ბედს გადაწყვეტს. სწორედ ამ შედეგისთვის თამაშდავიწყებული „ჯვაროსანთა" ნაკრები მოხვდა 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის წინ ბოლო, მეექვსე კალათში, მაშინ, როცა ფარერის კუნძულების ეროვნული გუნდი მეოთხე კალათშია განთესილი.


შედეგის მისაღწევად კი, ნაკრებში მაქსიმალურად იმ ფეხბურთელთა დატვირთვაა საჭირო, რომლებიც ნებისმიერ მეტოქესთან შეუპოვრად იბრძვიან ნებისმიერი ხერხით. დღეს ცხადაძის რჩეულთა შორის ასეთი სტილის მოთამაშეთაგან კანკავა, დაუშვილი, ნავალოვსკი და გოგუა გამოირჩევიან. ამ უკანასკნელმა პოლონეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, დაუშვილი მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე და აშკარად უკეთესობისკენ დაეტყო ხელი ჩვენი ნაკრების თამაშს. ნავალოვსკი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კანკავამ კი ოფიციალური მიზეზით - დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა შეხვედრა, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, სრულიად ტყუილად.


პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა სენსაციური განცხადება გააკეთა:


„უეფა" შეხვედრების წინ ფედერაციებში აგზავნის მოთამაშეთა სიებს, რომლებშიც ასახულია დისკვალიფიცირებულთა ან მორიგი მატჩის გამოტოვების საფრთხის ქვეშ მყოფ ფეხბურთელთა ვინაობები. თუ ფეხბურთელის გვარის გასწვრივ ვარსკვლავია ასახული, ეს არა დისკვალიფიკაციას, არამედ მის რისკს ნიშნავს. როგორც ჩანს, ქართველებმა ეს ინფორმაცია შეცდომით გაიგეს".

 

„უეფა"-ს რეგულაციებში კი ნათქვამია: „შესარჩევ ტურნირში ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, თუ სამ სხვადასხვა შეხვედრაში მიიღებს გაფრთხილებას. ისევე, როგორც ტურნირზე მეხუთე გაფრთხილების მიღებისას".

 

 

 

 

როგორც ირკვევა, კანკავას სრულიად ტყუილად გამოუტოვებია პოლონეთთან დაპირისპირება. დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა მოხდებოდა აღნიშნულ მატჩში მისი ყოფნის შემთხვევაში, თუმცა ფაქტია, რომ ჯაბა „ჯვაროსანთა" ლიდერია, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეებთანაც კი შეუძლია ბრწყინვალედ გამოსვლა.


საინტერესოა, რამდენად დაისჯება ვინმე ამ ქმედების გამო, მტერს აუცილებლად მეზარბაზნეების არყოფნა უნდა შეატყობინო, რომ ღალატში ჩაითვალოს?! ასეთი არაპროფესიონალიზმის გამო ჯერ კიდევ ახლო წარსულშიც საკმაოდ ბევრჯერ წავიტეხეთ კისერი. იმედია, კომპეტენტური ორგანოები ამჯერად მაინც არ დახუჭავენ თვალს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016