პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი მის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ყოველ წელს უფრო „ჩლუნგი" ახალგაზრდობა მოდის, პროვოკაციად აფასებს.
პავლიაშვილის განცხადებით, გარკვეულ, დაინტერესებულ ადამიანებს სურთ, რომ ილიას უნივერსიტეტში დაძაბულობა სუფევდეს და ამისთვის სამიზედ პავლიაშვილი შეირჩა.
ამის შესახებ ლექტორმა „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" განაცხადა.
„ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი კომენტარი, რასაც ახლა განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით მინდა მოგახსენოთ, ღვთისა და მთელი ერის, სრულიად საქართველოს გასაგონად, რომ ეს არის ტიპიური პროვოკაცია, ბინძურ გონებაში მოფიქრებული, რომელიც გავრცელდა და მე მომეწერა. საამისო დოკუმენტები მე ხელთ მიპყრია და მზად ვარ ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ ვითარებაში წარმოვადგინო, თუ რა სახით იქნა ისინი დაწერილი.
ეს გახლდათ 27 თებერვლის პოსტი, ერთ-ერთი ჩემი დამეგობრებულის გვერდზე, სადაც მსჯელობა მიმდინარეობდა აბსოლუტურად სხვა საკითხზე. მაშინ ახალგზრდების გარკვეული ჯგუფი შემოიჭრა. ვერ დავაკონკრეტებ, რომ ისინი სტუდენტები იყვნენ, რომლებიც ახდენდნენ ჩემი ერის, ისტორიასა და რელიგიის ფალსიფიკაციას მიზანმიმართულ შეურაცხყოფით და უშვერი სიტყვებით. რის გამოც, მე იძულებული გავხდი რომ გამეკეთებინა კომენტარი, არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე პირზე. მოგვიანებით, ტექსტი იქნა მოყვანილი კონტექსტიდან ამოვარდნილი და ცილისმწამებლური, შეთითხნილი სახით.
სიტყვა „დაჩლუნგებული" სტუდენტებზე აბსოლუტურად არ ყოფილა ნათქვამი და მით უფრო არც მაგ კომენტარში არის მოცემული. ეს იყო ნათქვამი იმ მცირე, რამოდენიმე კაციანი ჯგუფის მიმართ, რომლისგანაც ისმოდა საშინელი შეურაცხყოფები. ამ კედელზე განთავსებული ყველა კომენტარი, ყველა ადამიანის, მათ შორის ჩემი, მე სახეზე მაქვს და ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია დედანის სახით წარმოვადგინო.
ვინმე ე.წ. ჟურნალისტის, ვიღაც ბერულავას ხელით გაკეთებული ეს პროვოკაცია, ამ პროვოკაციის მიღმა ძლიან სერიოზული მიზეზები არის. მის გვერდით დგას სულ სამიოდე ადამიანი, რომელსაც არც სტუდენტებთან, არც უნივერსიტეტთან და არც განათლებასთან არ აქვს საქმე."- განაცხადა ქეთევან პავლიაშვილმა.
პროფესორმა დარბზში მსხდომი სტუდენტების აზრის მოსმენა არ ისურვა და განაცხადა, რომ მას არ სურდა მათი აზრის გაგება, რადგან მან უკვე მოისმინა საკმარისი რაოდენობის აზრი.
„არ მინდა, მე უამრავი მოვისმინე. უამრავი წერილი მიდევს სახლში. ამასთანავე, უამრავი ახალგაზრდის საპირისპირო წერილი.
ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებში ყოფილიყო შფოთი და დაპირისპირება. ამისთვის შემარჩიეს გარკვეულმა გარე ძალებმა. ნება მომეცით არ გავახმაურო ჯერ-ჯერობით მიზეზი, თუ რატომ შემარჩიეს მე. მაგრამ იმ შემთვევაში, თუ სტუდენტები გააგრძელებენ ჩემი ყოფილი დოქტორების და ამჟამინდელი ლექტორების დაშანტაჯებას. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ადმინისტრციაში შეიტანონ განცხადება ქალბატონი ქეთევანის წინააღმდეგ, როგორც უზნეო და უღირსი უნივერსიტეტის ლექტორი, მე აუცილებლად წარვადგენ ყველა დოკუმენტს იქ, სადაც საჭიროა.
ეს დოკუმენტები სახელდებით გამოამჟღავნებენ იმ რამოდენიმე ადამიანს, რომელმაც ბინძურად გამოიყენა ახალგაზრდების გულუბრყვილო დამოკიდებულება.
რანაირად შეიძლება ეს იფიქრო ჩემზე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იყო, რომელსაც იმ ღამეს, სხვებისგნ განსხვავებით, საწოლში არ იწვა და არ ეძინა... იყო სვანიძის ქუჩაზე, რომლის ნათესავიც ემსხვერპლა, მთელი ოაჯხით ამ უბედურებას? ამიხსენით, რომელ ტვინში შეიძლება მომწიფდეს, რომ მე დვბრუნდი დილით სახლში, მივუჯექი კომპიუტერს და დავუწყე ახალგაზრდებს ლანძღვა, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ?"- განაცხადა პავლიაშვილმა.