reportiori.ge - „მივმართავ „ნაციონალურ-კრიმინალური“ ბანდის წარმომადგენლებს...“- ლადო სადღობელაშვილი ანი ნადარეიშვილს პასუხობს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:49
საზოგადოება
„მივმართავ „ნაციონალურ-კრიმინალური“ ბანდის წარმომადგენლებს...“- ლადო სადღობელაშვილი ანი ნადარეიშვილს პასუხობს...
30 ივნისი, 2015. 23:46


არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ბრალდებას იმის შესახებ, რომ სააგენტო marshalpress.ge სადღობელაშვილს ეკუთვნის და რუსული დაფინანსებით არსებობს, „რეპორტიორთან" პასუხობს.





„მორიგ სკანდალს  მიგორებენ ზოგიერთი პროვოკატორი და მოძალადე ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

 

მოგეხსენებათ, დასაბამიდან „თავისუფალი თაობა" ჩემი ხელმძღვანელობით ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ძირი გამოვუთხაროთ „ნაციონალურ მოძროაბას"  და მათ სატელიტ არასამთავრობოებს. პრაქტიკულად,  მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდების ზურგზე გადატყდა ბოლო ერთი წელიომები", რომლებიც ჩვენ ნაცებთან გავმართეთ და სრული გამარჯვება მოვიპოვეთ (მაგალითად, „თავისუფალი ზონის“ დაშლა, ხოლო ახლა კი ნაწილობრივ ნაციონალების ნგრევა)! დიახ,  სწორედ ჩვენი უკომპრომისო ბრძოლის შედეგია ის, რომ „ნაცებმა"  15 ნოემბერსა და 21 მარტს ვერაფერი მოახერხეს!

 

ახლა რაც შეეხება „მარშალპრესს“...

 

ბოლო რამდენიმე თვეა, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა საკმაოდ პროგრესული საიტი marshalpress.ge,  რომელიც თავის მხრივ ობიექტური და გაწონასწორებული ნიუსებითა თუ სტატიებით მოსახლეობას აყენებს სწორ მიმართულებაზე და ჭეშმარიტ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას!

 

ყველაზე მეტად ქ-ბ ნადარეიშვილის და სხვა რიგი ნაცების გაღიზიანება გამოიწვია „მარშალპრესის“ იმ რუბრიკამ,  სადაც გაშიფრულია სააკაშვილ-ადეიშვილის ფარული ჩანაწერები.

 

ყოველივე ამის შემდეგ რატომღაც ქალბატონმა ნადარეიშვილმა გადაწყვიტა თავისი მოკლე ჭკუით, რომ ეს საიტი მეკუთვნის მე და სწორედ ჩემი დავალებით ხდება ამ საიტზე სტატიების და ნიუსების განთავსება!

 

მინდა მივმართო სრულიად „ნაციონალურ-კრიმინალური"  ბანდის წარმომადგენლებს,  რომ ამ საიტთან მე არავითარი შეხება არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით ამ საიტის მფლობელს ოთო სტეფანიშვილს, რომელთანაც ვმეგობრობ!!!  ასე რომ,  თქვენი ინტრიგანი ინფორმატორი (მე ძალიან კარგად ვიცი, ის ინტრიგანი ვინცააა) შეცდა და თავისი ინფორმაციით გზაკვალი აგიბნიათ", - განაცხადა სადღობელაშვილმა ნადარეიშვილის ბრალდების საპასუხოდ.



რამდენიმე დღის წინ ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღნიშნული საიტი რუსეთის მიერ ფინანსდება და მას ლადო სადღობელაშვილი კურირებს. 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016