reportiori.ge - პეტრე მამრაძე: სააკაშვილი კოკაინს ყნოსავს, რის გამოც მას ცხვირიდან ხშირი სისხლდენა აქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:52
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: სააკაშვილი კოკაინს ყნოსავს, რის გამოც მას ცხვირიდან ხშირი სისხლდენა აქვს!
ავტორი:
13 ივლისი, 2015. 16:35


9 ივლისს უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ ერთ-ერთ პრეზენტაციაზე მისული ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, „კაიფშია"! სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან.

 

- ბატონო პეტრე, როგორც ჩანს, სააკაშვილი უკრაინაშიც „კაიფობს"! უკრაინული მედიით გავრცელებული ვიდეოკადრები ერთი-ერთში ჰგავს იმ კადრებს, რომლებიც მახათას მთაზე ეკლესის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე მისულმა, აშკარად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სააკაშვილმა „გვისახსოვრა"...

 

- ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ მასთან დაახლოებულ ადამიანებს, სააკაშვილს შეუძლია დღეში 20 ქილა ენერგეტიკული სასმელი დალიოს!


ჩემთვის ისიც უთქვამთ: სააკაშვილი კოკაინს ყნოსავს, რის გამოც მას ცხვირიდან ხშირი სისხლდენა აქვსო! მოგეხსენებათ, კოკაინი ცხვირში სისხლისძარღვებს აზიანებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამ დროს! სააკაშვილი სანამ აქ იყო, ხშირად სტუმრობდა თოდუას კლინიკის გვერდით მდებარე ყელ-ყურ-ცხვირის პროფილის დაწესებულებას...

 

- ზოგიერთებს კი ეგონათ, რომ სააკაშვილს მხოლოდ ცინგლები სდიოდა, როდესაც ხშირად ისვამდა ცხვირზე ხელს...

 

- სააკაშვილი ხშირად ისე არაადეკვატურად იქცეოდა, რომ აშკარა იყო მისი გატაცება რაღაც ამდაგვარით... გემახსოვრებათ, როდესაც ჯერ კიდევ დეპუტატმა დიმიტრი  ლორთქიფანიძემ მოითხოვა მთავრობისა და პარლამენტარების ნარკოლოგიური შემოწმება! სააკაშვილი პიარისთვის, საჯაროდ დათანხმდა ლორთქიფანიძეს, ნარკოტესტს პირველი მე გავივლიო, მაგრამ ეს არ გააკეთა! მე მგონი, ყველა ადვილად ხვდება - რატომაც...


ოდესაში უკვე სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ! ქალაქის ცენტრში გაუშვეს დიდი წითელი ბუშტი, რომელზეც ჰალსტუხის ჭამაში გართული სააკაშვილი იყო გამოსახული... ბუშტს კი ეწერა: „სააკაშვილი, წადი სახლში!"


ეს მოსალოდნელიც იყო! ოდესელები სხვანაირი ხალხია... მართალია, ტოტალური კორუფციით შეწუხებული მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას სწამს იმ პიარისა, რომ სააკაშვილმა საქართველოში კორუფცია დაამარცხა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა „კორუფციასთან მებრძოლიც" ბრძანდება!


გარდა ამისა, ოდესელები იმანაც აღაშფოთა, რომ სააკაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა 25 წლის გოგო, რომელსაც არანაირი გამოცდილება არა აქვს!


- ეს იქაური ვერა ქობალიაა, აშკარად!

 

- ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი! ეს ლამაზმანი - იულია მარუშევსკაია - იყო „მაიდნის რევოლუციის" აქტივისტი და სულ ეს არის მისი „დამსახურება", თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ძალიან მომხიბვლელი ქალბატონია!


- ანუ შესაძლოა, სააკაშვილის უკრაინული სექსსკანდალების მოწმენიც გავხდეთ?!

 

- ეს გარდაუვალია, ვინც სააკაშვილს ზედაპირულად მაინც იცნობს... საქართველოში ყველაფერი გასდიოდა, რადგან მის ხელთ იყო უზარმაზარი ძალაუფლება და რეპრესიული მანქანა! მახათას მთაზე გამოთაყვანებული თუ ავიდოდა და პატრიარქის სავარძელში ჩაჯდებოდა, ან თუ მის ფავორიტ ქალბატონს ტყეში იპოვიდნენ ნეკნებდამტვრეულს, ამისთვის სააკაშვილს, დასჯის შიშით, პასუხს ვერავინ სთხოვდა! უკრაინაში ისეთი ვითარება, რომ სააკაშვილი კი არა, პრეზიდენტი პოროშენკოც კი ვერ გრძნობს თავს ლაღად!


- თუმცა, გუბერნატორ სააკაშვილს ოლქის პროკურორად ჰყავს „კორუფციის გველეშაპის დამმარცხებელი მზეჭაბუკი" ადეიშვილი!

 

- ადეიშვილზე გამახსენდა... ჩემმა ახლობელმა საკუთარი თვალით ნახა, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისში რუსეთის ტანკების შემოჭრას  ელოდნენ, ზურაბ ადეიშვილმა თავისი ბინიდან ავტომატიანი დაცვის თანხლებით, საკუთარი ხელით გამოიტანა ორი უზარმაზარი ჩემოდანი! ამ ჩემოდნებში, როგორც ჩანს, იმდენად ძვირფასი რამ იდო, რომ ადეიშვილმა დაცვასაც კი არ ანდო, თვითონ ჩააწყო ჩემოდნები მანქანაში!


- ეს სად ხდებოდა?

 

- ეს მოხდა ყოფილი ცაგერის, ამჟამად კი, დები იშხნელების ქუჩაზე, რომელიც შარტავასა და იოსებიძის ქუჩებს აერთებს. მაშინ იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს იქ ჰქონდა ბინა! ამ ფაქტს მთელი სამეზობლო შეესწრო, რადგან ორი ჯიპით, ავტომატებით შეიარაღებული ხალხის მივარდნა და პერიმეტრის გადაკეტვა დღისით-მზისით მოხდა!


ეს ამბავი კი იმიტომ გამახსენდა, რომ „კორუფციასთან მებრძოლი" მაღალჩინოსანი ასე არ ეზიდება ძვირფას ჩემოდნებს საკუთარი ბინიდან...


ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის რეფორმატორობა უკრაინაში კრახით დასრულდება! „პირველი მერცხალი" სანდრო კვიტაშვილია, რომელმაც უკვე დატოვა უკარაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი! სააკაშვილმა,რ ომელმაც იცოდა, რომ კვიტაშვილის საქმე წასული იყო, საჯაროდ მოუწოდა ჯერ კიდევ მინისტრ კვიტაშვილს - გადადექი, რადგან ჯანდაცვის რეფორმას უფრო მეტი რადიკალიზმი სჭირდება, ანუ უუნარო ხარო! მოკლედ, სააკაშვილმა ხელი შეაწმინდა კვიტაშვილს! თითქოს ის მისი რეკომენდაციით არ დაენიშნათ ამ თანამდებობაზე!


კვიტაშვილის ბედი ელის უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დანიშნუ§ლ ეკა ზღულაძესაც! ეს ქალბატონი პირდაპირ ვანო მერაბიშვილის ბრძანებებს ასრულებდა! ეკა ზღულაძე ვანო მერაბიშვილის მოადგილეობისას ყოველთვიურად პრემიის სახით 50 ათას ლარს იღებდა!


ეს ყველაფერი კი იმით დასრულდება, რომ სააკაშვილი უკრაინიდან გაიქცევა ამერიკაში და იქიდან დასჭექავს - უკრაინაში ისეთი მაფიაა, რომ მეც კი არ მომცეს მასთან ბრძოლის საშუალებაო!

 

ესაუბრა გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016