reportiori.ge - ემზარ კვიციანი - ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი გმირობის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:35
საზოგადოება
ემზარ კვიციანი - ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი გმირობის შესახებ
15 ივლისი, 2015. 22:30



„ამ დროს მოვიდა ერთ-ერთი რუსი ჩემთან. ხელში ფურცელი ეჭირა. რუსი, მაგრამ სააკაშვილის თანამშრომელი. ჩემთან საუბრობენ ისე, რომ თითქოს სააკაშვილი არ მოსწონთ და აგინებენ. ერთი შენი თანხმობა გვჭირდება, შევდივართ და ვანადგურებთ სააკაშვილსო. გამიკვირდა, ამისთვის ჩემი თანხმობა რაში სჭირდებოდათ. ვკითხე კიდეც, რატომ უნდოდათ მაინცდამაინც ამ შეთანხმებაზე ჩემი ხელმოწერა. უარი ვუთხარი და მომშორდა..."- იხსენებს კოდორის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის  - რეპორტიორის თვალით..."   



„ამის მერე მოვიდა აფხაზი გარი კუპალბა, რომელმაც იგივე მითხრა. გამეცინა - იმან რომ მითხრა, ის რუსია და ამიტომ იკადრა და შენ რატომ მეუბნები, შენ ხომ კავკასიელი ხარ, ღალატზე მიბიძგებ-მეთქი?! შეცბა, მომიბოდიშა და მითხრა - ილორში, ჩვენთან, გამსახურდია რომ მოიყვანეს, შევთავაზეთ, შევარდნაძის წინააღმდეგ გავერთიანებულიყავით, მაგრამ უარი გვითხრა და ხომ ხედავ, რით დაამთავრა, გქონდეს ეს მხედველობაშიო. ეს მითხრა და წავიდა. აი, იქ ვნახე გამსახურდიას მიერ ჩადენილი გმირობა. ის იყო როგორც ქართველების, ასევე აფხაზების პრეზიდენტი და რომ გაერთიანებულიყო აფხაზებთან, ეს არ იქნებოდა ღალატი, რადგან საკუთარ თანამოქალაქეებთან ერთად წამოვიდოდა, მაგრამ არ გააკეთა. იმ დღის მერე ზვიად გამსახურდია ჩემს თვალში გმირია."-იხსენებს კვიციანი


 




ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:

https://www.youtube.com/watch?v=t0OCMX-bvW4



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016