reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს დაბადების დღეს ულოცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:50
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს დაბადების დღეს ულოცავს
17 ივლისი, 2015. 14:12


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი არიბაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დაბადების დღეს ულოცავს.



ძვირფასო კანცლერო,

გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

ვსარგებლობ ამ განსაკუთრებული შემთხვევით და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ პირადად უცხადებთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თქვენი დახმარებისთვის დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის მისაღწევად ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ვითარდება და ღრმავდება ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევისა და მიღწევების შედეგად.

საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი იმედის თვალით შეჰყურებენ თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, განსაკუთრებით საერთო გამოწვევების არსებობის პირობებში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016