reportiori.ge - მანანა ნაჭყებია: სწორი იქნებოდა, პრეზიდენტს დაენიშნა მთავარი პროკურორი…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:35
ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია: სწორი იქნებოდა, პრეზიდენტს დაენიშნა მთავარი პროკურორი…
ავტორი:
20 ივლისი, 2015. 15:00


„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია „რეპორტიორს" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე ესაუბრა:



- არავინ სთხოვს ხელისუფლებას, რომ ამ სიტუაციაში ტანკები დაექოქა, როგორც სააკაშვილი ამბობს ხოლმე. საუბარია პოლიტიკურ, დიპლომატიურ ძალისხმევაზე და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაზე. ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება და ემოქმედა დიპლომატიური არხებით. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ოპერატიულად. არ მგონია, დიპლომატიურ ძალისხმევასა და ამ საკითხის აქტუალიზაციას განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა სჭირდებოდეს. ეს იყო ძალიან მარტივი და ამის არგაკეთება სერიოზულ ეჭვებს ბადებს, მითუმეტეს, იმ ფონზე, რა განცხადებაც გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მან დააგვირგვინა ეს ყველაფერი და თქვა, რომ იმედი აქვს, რუსეთი დაინტერესდება და ყველაფერი მოგვარდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მან ყველანაირი ბერკეტი გადააბარა რუსეთს და განაცხადა, რომ საქართველო არის მოლოდინის რეჟიმში.


რა თქმა უნდა, ქართველი საზოგადოება ამას არ დაუშვებს, ამას არ დაუშვებს პოლიტიკური ოპოზიცია და თუკი რამე დაასამარებს ამ ხელისუფლებას, პირველ რიგში იქნება სწორედ ის, რომ საზოგადოება ასეთ გულგრილობას და ასეთ დამოკიდებულებას არ აპატიებს მას, ქართული მიწების დაკარგვის, საზღვრის გადმოწევის და ზოგადად ამ პრობლემების მიმართ.


როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდა თავის დროზე, რომ მხოლოდ თავისი თავი ეგონა მართალი და არავის ხედვებს ანგარიშს არ უწევდა და რჩებოდა მარტო თავის აზრზე, დაახლოებით იმდაგვარ შეცდომას უშვებს დღეს ხელისუფლება. დაახლოებით იმავე შეცდომას უშვებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სხვა პარლამენტარები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, რომლებიც არ აქტიურობენ. რატომ ვუხდით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს განსხვავებულ ხელფასს, თუკი იგი არ აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, კონტაქტებს, არხებს, რომლითაც ის შეიძლება დაუკავშირდეს საერთაშორისო საზოგდოებას?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ვინც შეიძლება შეაკავოს ეს ყველაფერი, არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია. ყველაფრის გადაბრალება 2008 წელსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე" მიანიშნებს, რომ შენ არაფრის თავი არ გაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელი „ქართული ოცნებისთვის" სერიოზული გამოცდა იქნება.


- რა აზრის ხართ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე?


- არ მგონია, ბურჯანაძეს სჯეროდეს, რომ რუსეთი პრობლემის მოგვარებას აპირებს. მგონი, მომხდარიდან გამომდინარე უნდა დარწმუნდეს ბურჯანაძე, რომ რუსეთი არ აპირებს არანაირი პრობლემის მოგვარებას. ვნახეთ კარასინის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ასეთ რაღაცებზე თვალი უნდა დავხუჭოთ, თუ რუსეთთან ურთიერთობა გვსურს. ასევე არავინ აპირებს, უკან წაიღოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. იგივე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მე არ ვიცი, სასწაულის და განგების თუ სჯერა ქალბატონ ბურჯანაძეს, თორემ არ მგონია, მის გარდა ვინმეს სჯეროდეს, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და მოაგვარებს გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში.


- რას ფიქრობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმაზე?


- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გნებავთ, ხელისუფლებას ეს ეწყინოს, ეს არის თავიდან ბოლომდე ვიღაცისთვის, ვიღაცის პოსტისთვის გადადგმული ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ტექნიკურ გადანაცვლებას. უსაფრთხოების სამსახური უფლებებით, პრივილეგიებით და ფუნქციებით რაც მას ჰქონდ ა, გამოდის ბევრად უფრო დახურული, გაუმჭვირვალე სისტემა და ხელთ იგდებს ყველანაირ ბერკეტს, რომ სასამართლოს გარეშე განახორციელოს ფარული მიყურადება, აუდიომოსმენები, საგამოძიებო ქმედებები და ა.შ. იმ ფონზე, როდესაც აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ეს სისტემა, იმ ფონზე, როდესაც პარლამენტსაც კი არ აქვს ბერკეტები, რომ გააკონტროლოს ეს სისტემა ნდობის ჯგუფის ფარგლებშიც კი, ამ დროს ჩვენ ვღებულობთ კიდევ ერთ მონსტრს, უფრო ძლიერი ფუნქციებითა და უფლებებით. ეს ქვეყნის შიგნით ადამიანების პირად უფლებებსა და თავისუფლებას პრობლემებს უქმნის და საფრთხის შემცველია.


ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავარი პროკურორი. მთავარია, რამდენად დამოუკიდებელი პიროვნება იქნება პროკურორი. თუ მმართველი პოლიტიკური გუნდი დანიშნავს კვლავ მთავარ პროკურორს და არ იქნება ადამიანი, რომლის საქმიანობაშიც არავინ ჩაერევა, რა თქმა უნდა, ასეთ ცვლილებას აზრი არ აქვს. სწორი იქნებოდა, პრეზიდენტს დაენიშნა მთავარი პროკურორი. ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის ხარისხი იქნებოდა გარანტირებული. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016