reportiori.ge - როგორ გეგმავენ „ნაციონალები“ 2008 წლის ომის გამეორებას - კარლო კოპალიანი განმარტავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:52
ინტერვიუ
როგორ გეგმავენ „ნაციონალები“ 2008 წლის ომის გამეორებას - კარლო კოპალიანი განმარტავს
22 ივლისი, 2015. 18:14


საქართველოს ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე, ანდრო ბარნოვმა გაბედა და საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მან ქართულ პოლიციას სიტუაციის კონტროლი მოსთხოვა.

 

ბარნოვსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის მწვავე საუბარი გაიმართა. მას აინტერესებდა, რატომ დართეს ნება ქართველმა პოლიციელებმა რუს და ოს სამხედროებს, ქართული დროშა წაეღოთ.

 

„დროშა რომ იყო აქ, საქართველოს სახელმწიფო დროშა, სად არის, თქვენ რას მიკეთებთ, მიპასუხე, თუ თქვენ ტერიტორიას იცავთ, ამიხსენით, როგორ გადმოიარა ეს ტერიტორია რამდენიმე მთვრალმა რუსმა? სად არის სპეცრაზმი? ვის ატყუებთ? თქვენ რომ გესაუბრებით, მივმართავ იმ დამპლებს და არარაობებს, რომლებიც დასხდნენ და ვითომ ხელისუფლებას წარმოადგენენ. თავხედები ეგენი, ნაბიჭვრები მართლა. ამის დედაც ვატირე, ეს შეიძლება?!"-ღრიალებლა ანდრო ბარნოვი და შეურაცხყოფდა ქართულ პოლიციას.

 

„რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი ესაუბრა:


- ანდრო ბარნოვი არის ის, რასაც წარმოადგენს მთელი „ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი თავის რეამინაცია უნდა რომ მოახდინოს, მოუნდა გმირად იქცეს. გარეწარია ეს ადამიანი, რა შეიძლება ითქვას მასზე დამატებით?! ანდრო ბარნოვისნაირი გარეწრების ქმედებებს ყურადღებაც არც უნდა მიაქციოს საზოგადოებამ.


ზოგადად, პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას, რომ მერე ხელისუფლებაში მობრუნდნენ. ყველა ხერხს მიმართავენ და დამატებით კიდევ, არავინ იცის, რა მოიხარშება ამათ ტვინებში და კიდევ ის რას მოიფიქრებს, მამამთავარი რომ ჰყავთ, ნამდვილი ფიურერი ოდესაში, ესაა მთავარი.

 

- ბატონო კარლო, „ნაციონალური მოძრაობა" რომ ამდენს ბედავს დღესაც კი, ვისი დამსახურებაა ეს?! რატომ აბედვინებთ ამდენს, როცა იცით მათი მიზნების შესახებ? -ეს არის კითხვა, რომელიც მკითხველის დიდ ნაწილს აწუხებს და ხშირად სვამენ ამ კითხვა საჯარო სივრცეში... დამნაშავეები რომ დასჯილიყვნენ, ვინმე ამდენს გაბედავდა?


- გეთანხმებით თქვენს მიერ ჩამოყალიბებულ მოსაზრებაში, კითხვის არსში. პირველ რიგში, შესასწავლია, რა მოხდა საზღვრისპირა სოფლებში, „ნაციონალები" ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ, პარლამენტშიც პარასკევს რომ საუბრობდნენ, მათი მცდელობა იყო, რომ როგორმე გაემწვავებინათ სიტუაცია, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს ომი გამოუცხადოს და ის მივიღოთ, რაც მათ მიიღეს 2008 წელს, მათივე უჭკუო ქმედებით.


მათი მთავარი მიზანი ახლა არის, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. ამას არიან მიჩვეული მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გამოუვათ. საკმაოდ ცივი გონებით უყურებს ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს და არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოეგება.


„ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის მერე გაღიზიანებულია, ვერ არის ფორმაში და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მათ 100 წლით ჰქონდათ მოწყობილი ცხოვრება და არა ქვეყნის მდგომარეობა და ეს დაწყობილ-დალაგებული ცხოვრება რომ დაემხოთ თავზე, ეს რომ ერთმა კაცმა გააკეთა, ამის მერე ვერ არიან ჭკუაზე. ზოგადად, ამ პოლიტიკურ ძალაზე საუბარიც არ შეიძლება, იმიტომ, რომ მკვდარია თითქმის.


მე არასდროს ვიყავი კოჰაბიტაციის მომხრე. ესენი უნდა დასჯილიყვნენ! კონკრეტულად ანდრო ბარნოვი, შესაძლოა, არც იყო დამნაშავე და მარტო პოლიტიკური სიმპათიების გამო ციხეში ვერ ჩავსვამთ, მაგრამ, თუ ის დამნაშავე იყო და რამე დანაშაული ჩაიდინა, მაშინ ესეც უნდა დაისაჯოს და მერწმუნეთ, რომ დამნაშავე „ნაციონალების" დასჯის საკითხი არ არის მოხსნლი დღის წესრიგიდან! როგორც ძველმა რომაელებმა თქვეს, ქვეყანა რომ დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ ქვეყანაში სამართალი უნდა აღსრულდეს!

 

- და, როგორ წარმოგიდგენიათ ამ სამართლის აღსრულება მაშინ, როცა საქმეების გამოძება არ ხდება ისე, როგორც ამას საზოგადეობა ითხოვს? ბატონი კაციტაძე რომ ხუთ-ხუთი საქმით გამოდის და თავს გვახსენებს, ეს თქვენთვის საკმარისია?


- რამდენიმე დღის წინ შევხვდით ირაკლი ნადირაშვილს. მან დაასახელა 11 საქმე, რომელიც ბოლომდეა მიყვანილი და დაზარალებულებს დაუბრუნდებათ წართმეული ქონება. ჩვენ ეს არ გვაკმაყოფლებს, მაგრამ სტარტს იღებს ეს განყოფილება და მე ველი, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც დანაშაული მიუძღვის, დაისჯება.

 

- როგორ წარმოგიდგენიათ დამნაშავეების დასჯა, როცა ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს თავად ქვეყნის პირველი პირი ხვდება და მას სამართლიანობის გარანტად იხსენიებს?


 - ვინ შეხვდა ასეთი?

 

 - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. წესით, უნდა გქონდეთ ეს ინფორმაცია. უფრო ადრე, ექს-პრემიერი შეხვდა ამავე ადამიანს და შეხვედრის მერე განაცხადა, ერთი წესიერი კაცი გავიცანი, ლევან მურუსიძის სახითო... ეს მაშინ, როცა ყველამ კარგად ვიცით ამ ადამიანი „წესიერების" შესახებ - გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებით დაწყებული...


- მურუსიძე თანამდებობის პირია და შესაძლოა ისეთი საკითხები იყო განსახილველი, რომელიც ქმნიდა აუცილებლობას მას შეხვედროდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ლევან მურუსიძე ნამდვილად არ არის წესიერი კაცი, ისიც ვიცი, რა დანაშაულებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მე ამ კაცის მიმართ ასეთი შეხედულება გამაჩნია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016