reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე - ნიკოლას ბერლინერის: ამ დროს, ასეთი განცხადებების კეთება მართებული არ არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:46
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე - ნიკოლას ბერლინერის: ამ დროს, ასეთი განცხადებების კეთება მართებული არ არის!
19 აგვისტო, 2015. 21:36


„სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ასეთი განცხადებების კეთება მართებული არ არის!"- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

„როცა რაიმე საკითხზე კონკრეტული პიროვნება აკეთებს განცხადებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაა ის ამ ყველაფრის თაობაზე ინფორმირებული. ამ თემაზე, ჩვენ, კომენტარს არ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. სასურველი იქნებოდა, ამ განცახდების გაკეთებამდე სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ.

 

მე მაინც მგონია, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ცალმხრივად იყო ინფორმირებული იმ პოლიტიკური წრეების მხრიდან, რომლებიც დღემდ იყენებენ „რუსთავი 2"-ს სტრატეგიულ პოლიტიკურ იარაღად."- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


ცნობისთვის: ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-თან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესისთავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ დასაერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ანმედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე  სასამართლო პროცესს  ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016