reportiori.ge - რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“, რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:55
ეკონომიკა
რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“, რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს?
ავტორი:
24 აგვისტო, 2015. 10:10


რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბათუმში  თანამედროვე ევროსტანდარტებით აღჭურვილი ნავთობგადმამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება, პროექტი ხორციელდება  კომპანია „მულტიპლექსის" მიერ .



"პალიტრა"  შეეცადა  კომპანია „მულტიპლექსის" და მისი საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია მოეპოვებინა.



"პალიტრა" წერს, რომ შვეიცარიული კომპანია „მულტიპლექს-ჯგუფი"  2008 წლიდან საქართველოში იწყებს აქტიურ მოღვაწეობას. განხორციელდა თბილისის წყლის პრივატიზაცია ("ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"). დღემდე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ში ინვესტირებულია 200 მილიონ აშშ დოლარამდე.



2014 წელს კომპანიის 25% შეიძინა "საქართველოს ბანკმა", ამჟამად მიმდინარეობს მზადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებისთვის.



2011 წელს კომპანია "მულტიპლექსმა" აშშ სახელმწიფო განვითარების საინვესტიციო ინსტიტუტთან (OPIC) ერთად განახორციელა სამაცივრე მეურნეობების პროექტი, კერძოდ ქ.ფოთში 15000 ტონა მოცულობის და ქ. თბილისში 5000 ტონა მოცულობის.



კომპანია საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს სატრანსპორტო-საჰაერო-საზღვაო-სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით. გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს ბაქოს ჰოვსანის პორტის ოპერირებას და საკუთრებაში აქვს კონტეინერმზიდი გემი. ასევე ახორციელებს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საკონტეინერო ტერმინალის „კასპიან გლობალის" ოპერირებას.



 „მულტიპლექს ჯგუფი"-ს სახელი დაკავშირებულია აგრეთვე  ჩინურ-ყაზახური  „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტთანაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება და „მულტიპლექსი" აქტურად არის ჩართული ამ  პროექტის ტრანსკასპიურიმიმართულების დერეფნის განვითარებაში.



ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება უმსხვილეს ფრანგულ საინვესტიციო და  სამრეწველო ჰოლდინგ Bollore-სთან, რათა ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ერთობლივად უზრუნველყონ ევროპიდან ქართული პორტების გავლით, ტრანზიტული ტვირთების მიწოდება ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებისთვის და  ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან მომავალი ტვირთების მიწოდება ევროპული ქვეყნების ბაზრებისთვის.



კომპანია „მულტიპლექს ჯგუფის" სახელი ასევე უკავშირდება საქართველოში უმსხვილესი ფრანგული კომპანიების Vinci-სა და  Veritas-ის წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას. Vinci  ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია  კონცესიისა და მშენებლობის მიმართულებით. ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის,  კერძო და სახელმწიფო შენობა-ნაგებობების, ქალაქის მოწყობის, წყალგაყვანილობისა და ელექტრომომარაგების სისტემების პროექტების დაგეგმარება-განხორციელებას უზრუნველყოფს.



რაც შეეხება Veritas-ს, ის მსოფლიო დონის ინსპექციისა და სერტიფიცირების ფრანგული კომპანიაა, რომელიც გემებისა და ტვირთების სამრეწველო აუდიტს, ტექნიკურ შემოწმებასა და ზედამხედველობას ახორციელებს და გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ადგენს ხარისხის სტანდარტებს. როგორც „პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, კომპანიებს ერთობლივად აქვთ დაგეგმილი საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.



„ეს არის  სავარაუდო  ინფორმაცია კომპანია "მულტიპლექსი" -ს შესახებ , რაც ამ დროისათვის შევძელით მოგვეპოვებინა და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა", - წერს „პალიტრა". 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016