reportiori.ge - ოთარ დანელია: ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:49
ეკონომიკა
ოთარ დანელია: ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს
ავტორი:
04 სექტემბერი, 2015. 17:58


სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, 2016 წლის თებერვლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული ქართული სერთიფიკატით გავა.



„სახელმწიფოს ხელშეწყობით მეფუტკრეობის დარგის აღორძინების პროცესი დაიწყო. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძირითადი ყურადღება მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების  ჩამოყალიბების, განვითარებისა და საწარმოო პროცესებში  მაქსიმალურ ჩართვაზე უნდა გამახვილდეს. ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.



მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპრატივების განვითარების სააგენტო, პროგრამის ფარგლებში დაწესებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებული კოოპერატივებისათვის უზრუნველყოფს სკების შეძენას და ტექნიკურ მხარდაჭერას.


კერძოდ,  პროგრამის ფარგლებში თითოეული მონაწილისათვის განხორციელდება სკების გადაცემა მისი ღირებულების 30%-ის ოდენობით; მონაწილეებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების  იდენტური რაოდენობა (არაუმეტეს 100 ცალი); სააგენტო უზრუნველყოფს როგორც კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, ისე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კოოპერატივისათვის გადაცემული სკების აღრიცხვა/რეგისტრაციას;  მონაწილე  მიიღებს  ტექნიკურ დახმარებას (კონსულტაცია) „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე"  საქართველოს მთავრობის დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.



მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარია.



როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია 2014 წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ მოახდენს თაფლის ინსპექტირებას, შემოწმებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.



აღსანიშნავია, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში ფუტკრის სანაშენე მეურნეობის აღდგნითი სამუშაოები დაწყებულია. აღნიშნული სანაშენე მეურნეობის ფუნქციონირება ქართული ფუტკრის გენოფონდის შენარჩუნების  და მეფუტკრეობაში მეცნიერული ბაზის შექმნის  წინაპორობა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016